ჩიხურა VS თუნი - გასატანი გვაქვს!

AutoSharing Option
25 ივლისს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" საჩხერის "ჩიხურა" შვეიცარიულ "თუნს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "თუნმა" 2:0 მოიგო.

მატჩის წინა დღეს გუნდებმა "მიხეილ მესხზე" ივარჯიშეს, რის შემდეგაც მეტოქეთა მთავარი მწვრთნელები მედიას შეხვდნენ.

Sportall.Ge

ურს ფიშერი (თუნი):
"2:0 კარგი შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ბურთიც არ გაგვიშვია. დასაწყისში გაგვიმართლა, როდესაც წინამძღვრიშვილმა ბურთი ძელს მოარტყა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავი ქუდში გვაქვს. შესაძლოა, მეორე თამაში სხვაგვარად წარიმართოს...

რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით. "ჩიხურას" პატივს ვცემთ. გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუ მიუშვებ, შეტევაში
საკმაოდ სწრაფად თამაშობს. ამიტომ ხვალ ეს არ უნდა დავუშვათ...

მოახდინა თუ არა შედეგზე გავლენა "თუნის" მეტმა საერთაშორისო გამოცდილებამ? ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე 2005 წელს ვითამაშეთ, მას შემდეგ კი ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. სხვათა შორის, ორი წლის წინ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოვხვდით და ალბანური და იტალიური კლუბების წინააღმდეგაც დიდი გამოცდილება მივიღეთ".


სოსო ფრუიძე (ჩიხურა):
"მეტოქე გამოცდილი გუნდია, ევროტურნირებზე უთამაშია და პირველ მატჩში ამანაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა შვეიცარიაში დიდი იყო შანსი, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა ან ფრესთვის მაინც მიგვეღწია.

სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არადა, წინამძღვრიშვილს ორი 100-პროცენტიანი შანსი ჰქონდა.

ვაღიარებ, რომ სისწრაფეში გვაჯობეს. მეტოქეს ორი-სამი შემოქმედი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ინდივიდუალურად კარგად თამაშობენ. რომ არა ისინი და მეტოქის მეტი გამოცდილება, "თუნი" დაახლოებით "ვადუცის" დონის კლუბი იქნებოდა.

მაგრამ დაცვაში მოიკოჭლებენ. რომ იცოდეთ, შვეიცარიელებთან ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე პირველ ეტაპზე. საერთოდ, არ გვქონია იმის განცდა, რომ მათთან თამაში არ შეიძლება და ამ ეტაპის გადალახვა შეუძლებელია...

სამწუხაროდ, კვასხვაძე ტრავმირებულია და კვლავ ვერ დაგვეხმარება, ჭელიძემ კი სამი დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო. სხვა ყველა ჯანმრთელად არის...

გასატანი გვაქვს, შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი და შესაფერის ტაქტიკასაც ავირჩევთ. რა გამოგვივა და რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას, მოედანზე გამოჩნდება.

ვერ ვიტყვი, რომ სიურპრიზს შევთავაზებთ, რადგან კონტინგენტი თამაშის გაძლიერებისა და მრავალფეროვნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ჩემი გუნდები ფრთხილ ფეხბურთს თამაშობენ.

ქუთაისში მუშაობისას აქცენტს შეტევაზე ვაკეთებდი. ახლა კი ტაქტიკას შემადგენლობიდან გამომდინარე ვადგენ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რატი წინამძღვრიშვილი: "თუნი" თითქოს დაიღალა...
თუნი-ჩიხურა 2:0 - მძიმე ამოცანა
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ჩიხურას მოვდივარ სტადიონზე
dinamo georgia
11:47 25-07-2013
0
წარმატებები
ჩიხურას
ioseb
11:52 25-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული