ჰაიდუკი-დილა 0:1: პლეი ოფს მივუახლოვდით

AutoSharing Option
1 აგვისტოს ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გორის "დილა" ხორვატიულ "ჰაიდუკს" ესტუმრა და 1:0 იმარჯვა.

ბევრისთვის მოულოდნელად გიორგი დევდარიანის "დილა" დაწინაურდა - თეიმურაზ ღონღაძის პასით ანგარიში გიორგი ილურიძემ გახსნა. პირველი ტაიმი ასევე მორჩა.

65-ე წუთზე მასპინძელმა იოზინოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ჰაიდუკი" 10 კაცის ამარა დარჩა.

თუმცა რიცხობრივი თანასწორობა მალე აღდგა, მეორე ყვითელი ბარათი ოთარ ხიზანეიშვილმა მიიღო 71-ე წუთზე.

ამის შემდეგ გოლები აღარ გასულა - ნუკრი რევიშვილმა შეძლო კარის მშრალად შენახვა.

ერთ კვირაში საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება. გორის "დილა"
ცალი ფეხით ევროპალიგის პლეი ოფშია.

დილა: რევიშვილი - ღონღაძე, კობახიძე, ხიზანეიშვილი, თომაშვილი, გურული - ალადაშვილი (63. გორელიშვილი), ბოლქვაძე (89. აბურჯანია), გვალია, დოლიძე (66. მოდებაძე) - ილურიძე.

ასევე იხილეთ:
ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
მერამდენე მატჩია კარი მშრალად გვაკვს? მაგარია, სათადარიგო მოტამაშეებიც კარგები არიან, ასე რომ იმედიანად ვარ, მადლობა ბიჭებს.
mindia
01:23 02-08-2013
0
რევიშვილი - 10 ქულა. იმედია ნაკრებში თავის ადგილზე დააბრუნებენ. რაც შეეხება თამაშს - დილას მაგრა გაუმართლა:
დილა:2(1ონ/1ოფფ)დარტრყმა - 1 გოლი
ფიდუკი:19 - 0 გოლი. Dილას იგივე სენი აქვს რას ყველა ქარტულ გუნდა - ბურთს ვერ აჩერებე.
იმედია შემდეგ ეტაპზე გავლენ.


0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული