გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სპლიტის "ჰაიდუკთან" (1:0) ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს მოწინააღმდეგეს. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია, რომლებსაც კარგი მომავალი აქვთ.

ჩვენს შორის ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა და თბილისში ველით ძალიან რთულ თამაშს. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი გულშემატკივრის წინაშე "ჰაიდუკი" შეგვიტევდა და ყოველი წუთი ჩვენთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით წინ და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე კვლავ აგრესიულ ფეხბურთს
ითამაშებს და ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს",
- თქვა დევდარიანმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


წყარო: fcdila.ge


ასევე იხილეთ:
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
აქაც გავავსებთ სტადიონს და ვაჩვენებთ როგორ უნდა გულშემატკივრობა, თქვენ ითამაშეთ და მხარდაჭერა ჩვენზე იყოს, ძლივს ვნახე ქართული კლუბი რომლიტაც ვიამაყებ რომ არ შეგვარცხვენს არსად
დავითი
10:34 02-08-2013
0
საღოლ დევდარიანს კაი გუნდი ყოლია.
ბრძოლა აქაც მოუწევთ...მაგრამ კაი ჰანდიკაპი აქვთ და მგონი პლეიოფში დილა გავა...
რეზო
11:21 02-08-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული