მიკაელ ლაუდრუპის გუნდმა შვედური "მალმიოსგან" ქვა ქვაზე არ დატოვა. რასაკვირველია, დანიელი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბედნიერი გამოცხადდა. აი, რა თქვა მან:
"ფეხბურთს იდეალურად ვერ ითამაშებ, თუმცა რაც ვნახე, იმითაც კმაყოფილი ვარ. მეტოქეს, ვინც კარგ ფორმაში იმყოფებოდა, ოთხი გოლი გავუტანეთ და არც ერთი არ მიგვიღია საკუთარში
არანაკლებ ბედნიერი იყო "გედების" ლიდერი მიგელ მიჩუც, ვინც ისე ირჯებოდა, თითქოს შარშანდელს მერე არაფერი შეცვლილიყო. ესპანელმა ანგარიში გახსნა და მერეც შეეძლო თავის გამოჩენა. მიჩუს პროგნოზით მისი და ბონის დუეტი პრემიერლიგაში მეტოქეებს სერიოზულ თავის ტკივილს გაუჩენს:
"ვილფრიდს დებიუტი მართლა ძალიან მაგარი გამოუვიდა. ის კარგი ფეხბურთელია. თანაც ბედნიერია ჩვენთან გადმოსვლით და სამომავლოდ ალბათ უფრო მეტს შეძლებს. მასთან დუეტში თამაში ჩემთვის მისწრებაა, რადგან ყველაზე ეფექტური მაშინ ვარ, როცა სიღრმიდან ვთამაშობ. "სუონსის" შეტევებს ჩვენ უფრო მრისხანეს გავხდით. 4:0 თავისთავად ბევრს რამეზე მეტყველებს, თუმცა საქმე სტოკჰოლმში უნდა დავასრულოთ. გასვლაზეც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვილფრიდ ბონი "თეთრი გედია", ჯერი ახლა ესტებან გრანეროზეა