გორის "დილას" მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ცნობილია

AutoSharing Option
9 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა.

ევროპის ლიგის პლეი ოფში გორის "დილა" ავსტრიულ "რაპიდს" დაუპირისპირდება.

პლეი ოფის შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს ჩატარდება. "დილა" პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკი" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე მახსოვს, გია გეგუჩაძის ზესტაფონი... გორის დილა იმიტომაა დასაფასებელი რომ ეს სულ ორითვის გუნდია, ორი წლის მერე გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება თუ არ დაიშალა, მაგრამ მანამდე წარმატებები წინ გვაქვს, მადლობა მთელ გუნდს კიდევ ერთხელ..
PARFIUMER
13:50 10-08-2013
0
ესეთი ხარისხიანი თამაში მე პირადად ქართული გუნდისაგან არ მახსოვს,პირველად ვნახე ქართული კლუბი რომელსაც ნამდილად ეთქმის"გუნდი",ერთიანი,შეკრული - რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს კონტრშეტევა..და ნამდვილად ეტყობა მწვრთნელის ხელი,დევდარიანს უბრალოდ საღოლ. წარმატებები და წარმატებები დარწმუნებული ვარ რაპიდსაც იგივე დგეში ჩააგდებს!
mushki
12:32 10-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული