"800-ათასიანი ბიუჯეტით და 2 თვის მომზადებით გუნდი ევროპის ლიგაზე ვერ მოხვდება, არ არის ჩვენი ადგილი ევროპაზე. ვენის "რაპიდმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ მეტოქეს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას.
მოგებული მატჩების შემდეგ ადვილია გუნდში ყოფნა, მაგრამ გუნდს არც გასაჭირში მივატოვებ. მომავალში წასვლას არ ვაპირებ და "დილას" ბოლომდე ამოვუდგები მხარში.
რაც შეეხება გუნდის მომავალს, უკვე ცნობილია, რომ "დილას" ორი ფეხბურთელი -
როგორც უკვე ვთქვი, ასეთი ბიუჯეტითა და მომზადების დროის მიხედვით, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ძალიან რთულია, მაგრამ იმ გამარჯვებების შემდეგ, რაც გუნდმა აქამდე მოიპოვა, მეც ჩამესახა იმედი, მაგრამ ეს იმედი ფუჭი აღმოჩნდა", - თქვა დევდარიანმა.
ასევე იხილეთ:
ზორან ბარიშიჩი: ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით