ევროპალიგა. V ტური: 18 საგზური დარიგებულია

AutoSharing Option
ევროპალიგის ბოლოსწინა ტურის შემდეგ პლეი ოფში გასულ 8 კლუბს კიდევ 10 შეემატა:

"გენკი", "ლიონი", "ბეტისი", "ტრაბზონი", "ლაციო", "ანჟი", "ალკმაარი", პაოკ-ი, "სევილია" და "აინტრახტი". 1/16-ფინალში ევროპალიგის ჯგუფური ეტაპიდან 24 კლუბი უნდა გავიდეს, ასე რომ, გასათამაშებელი მხოლოდ 6 საგზური რჩება.

ცალკე აღვნიშნავთ "ტრაბზონსპორის" 28 წლის ნახევარმცველ ოლკან ადინის ჰეთ თრიქს "აპოლონის" კარში.

პლეი ოფში თამაში გაინაღდა გია გრიგალავას "ანჟიმ", რომელიც შინ 1:1 დაუზავდა მოლდოვის "შერიფს". ჩვენებურმა მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა.

ყაზანის "რუბინს" უკვე განაღდებული ჰქონდა საგზური. ამიტომ შინ "მარიბორთან" თავი აღარ
მოუკლავს და ფრეს დასჯერდა. საბა კვირკველია მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა.

სამარცხვინოდ ასრულებს ლადო დვალიშვილის "ლეგია" ევროპალიგაზე ასპარეზობას. პოლონურმა გუნდმა შინ 0:2 დათმო "ლაციოსთან". ჩვენებური 75 წუთი ამაოდ ეცადა რომაელთა კარის აღებას, მერე კი ის შეცვალეს. 0 ქულა და 0 გოლი - ასეთია "ლეგიას" "მონაგარი" და ის ყველაზე ცუდი გუნდია წლევანდელ ტურნირზე.

ჯაბა კანკავამ და სანდრო კობახიძემ როლები გაცვალეს - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სკამზე გადაინაცვლა, ხოლო კობახიძემ 90 წუთი ითამაშა "დნიპროსთვის" უმოტივაციო მატჩში.

A ჯგუფი

ყუბანი-სტ. გალენი 4:0
გოლები: 1:0 მელგარეჟო (3), 2:0 იგნატიევი (54), 3:0 მელგარეჟო (71), 4:0 კაბორე (90)

სუონსი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 პარეხო (20)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალენსია 5 4 0 1 11-6 12
2. სუონსი 5 2 2 1 6-3 8
3. ყუბანი 5 1 2 2 6-6 5
4. სტ. გალენი 5 1 0 4 5-13 3

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
ვალენსია-ყუბანი, სტ. გალენი-სუონსი

B ჯგუფი

ჩერნომორეცი-დინამო ზ 2:1
გოლები: 0:1 ბეჩირაი (20), 1:1 ანტონოვი (78), 2:1 დიდენკო (91)

ლუდოგორეცი-პსვ 2:0
გოლები: 1:0 ბეზიაკი (38), 2:0 ბეზიაკი (79)
გაძევება: ბრუმა (55. პსვ)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლუდოგორეცი 5 4 1 0 9-1 13
2. პსვ 5 2 1 2 4-4 7
3. ჩერნომორეცი 5 2 1 2 5-6 7
4. დინამო ზ. 5 0 1 4 2-9 1

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
დინამო ზ.-ლუდოგორეცი, პსვ-ჩერნომორეცი

C ჯგუფი

ელფსბორგი-ზალცბურგი 0:1
გოლი: 0:1 მელინგერი (39)

ესბიერგი-სტანდარდი 2:1
გოლები: 1:0 ვან ბურენი (18), 1:1 დე კამარგო (53), 2:1 ვან ბურენი (79)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზალცბურგი 5 5 0 0 12-3 15
2. ესბიერგი 5 4 0 1 8-5 12
3. სტანდარდი 5 0 1 4 5-10 1
4. ელფსბორგი 5 0 1 4 2-9 1

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
ზალცბურგი-ესბიერგი, სტანდარდი-ელფსბორგი

D ჯგუფი

რუბინი-მარიბორი 1:1
გოლები: 1:0 ნათხო (43), 1:1 მეზგა (86)
შენიშვნა: საბა კვირკველია (რუბინი) განაცხადში არ ყოფილა

უიგანი-ვარეგემი 1:2
გოლები: 1:0 ბარნეტი (7), 1:1 ტ. აზარი (37), 1:2 მალანდა (88)

თ მ ფ წ ბ ქ
1. რუბინი 5 3 2 0 12-4 11
2. ვარეგემი 5 2 1 2 4-8 7
3. უიგანი 5 1 2 2 5-5 5
4. მარიბორი 5 1 1 3 7-11 4

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
ვარეგემი-რუბინი, მარიბორი-უიგანი

E ჯგუფი

ფერეირა-ფიორენტინა 0:0

დნიპრო-პანდურიი 4:1
გოლები: 1:0 კალინიჩი (12), 2:0 ზოზულია (56), 2:1 დე ოლივეირა (70-პენ), 3:1 შახოვი (86), 4:1 კრავჩენკო (89)
შენიშვნა: სანდრო კობახიძემ (დნიპრო) 90 წუთი ითამაშა, ჯაბა კანკავა (დნიპრო) სათადარიგო იყო.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 5 4 1 0 10-2 13
2. დნიპრო 5 4 0 1 10-3 12
3. ფერეირა 5 0 2 3 1-8 2
4. პანდურიი 5 0 1 4 3-11 1

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
ფიორენტინა-დნიპრო, პანდურიი-ფერეირა

F ჯგუფი

ბორდო-აინტრახტი 0:1
გოლი: 0:1 ლანიგი (83)

აპოელ-ი-მაქაბი თ. 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. აინტრახტი 5 4 0 1 11-4 12
2. მაქაბი თ. 5 2 2 1 6-5 8
3. აპოელ-ი 5 1 2 2 3-6 5
4. ბორდო 5 1 0 4 4-9 3

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
აინტრახტი-აპოელ-ი, მაქაბი თ.-ბორდო

G ჯგუფი

გენკი-დინამო კ 3:1
გოლები: 0:1 იარმოლენკო (9), 1:1 ფოსენი (17-პენ), 2:1 კუმორჯი (37), 3:1 დე სოლაე (40)

რაპიდი-თუნი 2:1
გოლები: 1:0 ბოიდი (17), 1:1 სადიკი (62), 2:1 ბოშკოვიჩი (64)

თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 5 3 2 0 9-6 11
2. დინამო კ. 5 2 1 2 8-6 7
3. რაპიდი 5 1 3 1 7-7 6
4. თუნი 5 1 0 4 3-9 3

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
დინამო კ.-რაპიდი, თუნი-გენკი

H ჯგუფი

ლიბერეცი-ფრაიბურგი 1:2
გოლები: 0:1 გინტერი (23), 0:2 კოკელინი (73), 1:2 რიბალკა (81)

სევილია-ეშტორილი 1:1
გოლები: 1:0 გამეირო (7), 1:1 რუბენი (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სევილია 5 2 3 0 7-4 9
2. ლიბერეცი 5 1 3 1 7-7 6
3. ფრაიბურგი 5 1 3 1 5-6 6
4. ეშტორილი 5 0 3 2 4-6 3

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
ფრაიბურგი-სევილია, ეშტორილი-ლიბერეცი

I ჯგუფი

ლიონი-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 გომისი (66)

რიეკა-გიმარაეში 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 5 2 3 0 4-2 9
2. ბეტისი 5 2 2 1 3-2 8
3. გიმარაეში 5 1 2 2 5-3 5
4. რიეკა 5 0 3 2 2-7 3

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
ბეტისი-რიეკა, გიმარაეში-ლიონი

J ჯგუფი

ტრაბზონი-აპოლონი 4:2
გოლები: 1:0 ადინი (23), 2:0 აიდოღლუ (25), 3:0 ადინი (61), 3:1 გიე (68), 3:2 სანგოი (80-პენ), 4:2 ადინი (83)

ლეგია-ლაციო 0:2
გოლები: 0:1 პერეა (24), 0:2 ანდერსონი (56)
შენიშვნა: ლადო დვალიშვილმა (ლეგია) 75 წუთი ითამაშა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ტრაბზონი 5 4 1 0 13-6 13
2. ლაციო 5 3 2 0 8-4 11
3. აპოლონი 5 1 1 3 5-8 4
4. ლეგია 5 0 0 5 0-8 0

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
აპოლონი-ლეგია, ლაციო-ტრაბზონი

K ჯგუფი

ანჟი-შერიფი 1:1
გოლები:0:1 ისა (52), 1:1 ეპურეანუ (58)
შენიშვნა: გია გრიგალავამ (ანჟი) 90 წუთი ითამაშა

ტრომსიო-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 კაუსევიჩი (63 ს.კ.), 0:2 დემბელე (75)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 5 5 0 0 11-1 15
2. ანჟი 5 2 2 1 3-3 8
3. შერიფი 5 0 3 2 3-6 3
4. ტრომსიო 5 0 1 4 1-8 1

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
შერიფი-ტრომსიო, ტოტენჰემი-ანჟი

L ჯგუფი

შახტიორი-პაოკ-ი 0:2
გოლები: 0:1 ჯიდიჩი (54 ს.კ.), 0:2 კიციუ (90)

ალკმაარი-მაქაბი ჰ. 2:0
გოლები: 1:0 გუდელი (37), 2:0 გუდმუნდსონი (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ალკმაარი 5 3 2 0 6-2 11
2. პაოკ-ი 5 3 2 0 8-4 11
3. მაქაბი ჰ. 5 0 2 3 4-8 2
4. შახტიორი 5 0 2 3 4-8 2

ბოლო ტური
12 დეკემბერი:
პაოკ-ი-ალკმაარი, მაქაბი ჰ.-შახტიორი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული