დავიწყოთ დნეპროპეტროვსკით - "დნიპრო" და შესუსტებული "ტოტენჰემი" მოედანზე შავი სამკლავურებით გავიდნენ, კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, "დნიპროს" ესპანელი თავკაცი ხუანდე რამოსი სანდრო კობახიძესა და უჩა ლობჟანიძეს მეორე ეშელონის ფეხბურთელებად განიხილავს - ისინი მას განაცხადშიც კი არ შეუყვანია. საიმედოდ და შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ინგლისელთა შემტევ ნახევარმცველებს ბევრი არაფერი
ბუნებრივია, ამ წყვილში გამარჯვებულს მხოლოდ ლონდონური დაპირისპირება გაარკვევს.
* * *
კიდევ ერთ უკრაინულ ქალაქ ოდესაში ფრანგული "ლიონი", ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა "ჩერნომორეცმა" ეს შანსი ვერ გამოიყენა - 0:0. ამ შეხვედრაში შედგა თორნიკე ოქრიაშვილის ოფიციალური დებიუტი "ჩერნომორეცში", მან ბოლო 4-5 წუთი ითამაშა. * * *
მახაჭყალის "ანჟიმ" ბელგიურ "გენკს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ის საიმედო იყო, მაშინაც, როცა გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა. * * *
ყაზანის "რუბინი" სევილიაში პრიმერას მაჩანჩალა "ბეტისს" ეწვია. საბა კვირკველია სათადარიგო იყო. ეს მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველი მცველი მწვრთნელმა მე-5 დამატებულ წუთზე შეიყვანა. * * *
სხვა მატჩებიდან, შეიძლება ითქვას, რომ "ფიორენტინამ" უკვე გაინაღდა მომდევნო ეტაპი. მატრის, აკვილანისა და ილიჩიჩის გოლებით იტალიელებმა სტუმრად აჯობეს "ესბიერგს" - 3:1. "ვალენსიამ" "სტუმრად", სინამდვილეში კი, ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში, 2:0 მოუგო კიევის "დინამოს" და ალბათ, გადაწყვიტა კიდევაც დაპირისპირების ბედი.
მოულოდნელი იყო "ამსტერდამ არენაზე" გამართული მატჩის შედეგი - "ზალცბურგმა" "აიაქსი" გაანადგურა - 3:0. ესპანელმა ხონათან სორიანომ დუბლი შეასრულა, თანაც ჰოლანდიელთა კარში ერთი გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.
"ლაციო" შინ ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან" დამარცხდა.
ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები
ანჟი (რუს)-გენკი (ბელ) 0:0
გაძევება: ი. მაქსიმოვი (89. ანჟი)
გია გრიგალავამ (ანჟი) 90 წუთი ითამაშა
ჩერნომორეცი (უკრ)-ლიონი (საფ) 0:0
თორნიკე ოქრიაშვილი (ჩერნომორეცი) 86-ე წუთზე შევიდა
დნიპრო (უკრ)-ტოტენჰემი (ინგ) 1:0
გოლი: 1:0 კონოპლიანკა (81-პენ)
ჯაბა კანკავამ (დნიპრო) 90 წუთი ითამაშა
დინამო კ. (უკრ)-ვალენსია (ესპ) 0:2
გოლები: 0:1 ვარგასი (79), 0:2 ვიდა (91 ს.კ.)
ესბიერგი (დან)-ფიორენტინა (იტა) 1:3
გოლები: 0:1 მატრი (9), 1:1 პუშიჩი (10), 1:2 ილიჩიჩი (15), 1:3 აკვილანი (37-პენ)
იუვენტუსი (იტა)-ტრაბზონი (თურ) 2:0
გოლები: 1:0 ოსვალდო (16), 2:0 პოგბა (94)
ლიბერეცი (სლო)-ალკმაარი (ჰოლ) 0:1
გოლი: 0:1 ვიერგევერი (89)
პაოკ-ი (საბ)-ბენფიკა (პორ) 0:1
გოლები: 0:1 ლიმა (59)
აიაქსი (ჰოლ)-ზალცბურგი (ავს) 0:3
გოლები: 0:1 სორიანო (14-პენ), 0:2 მანე (21), 0:3 სორიანო (35)
ბეტისი (ესპ)-რუბინი (რუს) 1:1
გოლები: 1:0 დიდაკი (3), 1:1 ერემენკო (74-პენ)
გაძევება: პრუდნიკოვი (28. რუბინი)
საბა კვირკველია (რუბინი) 95-ე წუთზე შევიდა.
პორტუ (პორ)-აინტრახტი (გერ) 2:2
გოლები: 1:0 კვარეჟმა (45), 2:0 ვარელა (68), 2:1 ხოსელუ (72), 2:2 ალექსი (77 ს.კ.)
ლაციო (იტა)-ლუდოგორეცი (ბულ) 0:1
გოლები: 0:1 ბეზიაკი (45)
დიაკოვმა (ლუდოგორეცი) მე-9 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
ანდერსონმა (ლაციო) 50-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა
გაძევება: დიაკოვი (55. ლუდოგორეცი), კავანდა (73. ლაციო)
მაკაბი თ. (ისრ)-ბაზელი (შვე) 0:0
მარიბორი (სლო)-სევილია (ესპ) 2:2
გოლები: 1:0 ტავარესი (33), 1:1 გამეირო (47), 1:2 ფასიო (72), 2:2 ვრშიჩი (81)
პლზენი (ჩეხ)-შახტარი (უკრ) 1:1
გოლები: 1:0 ტედი (62), 1:1 ლ. ადრიანო (65)
სუონსი (უელ)-ნაპოლი (იტა) 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"