"ჯენოა" ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ჯენოამ" იტალიის ოლიმპიურ კომიტეტში შეტანილი აპელაცია გამოიტანა - ეს კლუბი შეეგუა, რომ ევროლიცენზიას ვერ მიიღებს, შესაბამისად, ვერ ითამაშებს ევროპალიგაზე.

"ჯენოას" ნაცვლად, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ქალაქ გენუას მეორე გუნდი "სამპდორია" ითამაშებს.

"იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიტანოთ აპელაცია", - ნათქვამია "ჯენოას" იურისტის განცხადებაში.

"ჯენოამ" ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ევროსაგზურიც მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ ამით მე-7 ადგილზე გასულმა "სამპდორიამ" იხეირა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ჩვენი გონდები როგორ იღებენ ლიცენძიებს?D თუ ჩვენ სხვა მოთხოვნებს გვიყენებენ და ამათ სხვას?
sabonis
13:27 04-06-2015
0

სიახლეები პოპულარული