გია გეგუჩაძე: დაპირისპირება ორი თამაშისგან შედგება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებას გეგმავს.

2 ივლისს თბილისის "დინამო" აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" თბილისის დროით 20.00 საათზე გაიმართება.

როგორც "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, ყველას სურვილია, რომ "დინამომ" "გაბალას" ბარიერი დაძლიოს და გუნდი ამისთვის მაქსიმალურად იბრძოლებს.

"გავიარეთ მოსამზადებელი პერიოდი, რომელმაც საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ჩვენი მიზანია შემდგომ ეტაპზე გასვლა, თუმცა დაპირისპირება ორი თამაშისგან შედგება და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ორივე თამაშში წარმატებას უნდა მივაღწიოთ.

ორივე გუნდს თავისი მინუსები და პლუსები აქვს", - განაცხადა გეგუჩაძემ. მისივე თქმით, "გაბალას"
შესახებ "დინამოს" ინფორმაცია აქვს. როგორც გეგუჩაძე აცხადებს, "გაბალა" არის კარგი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური ფეხბურთელებით.

ხვალ, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" და "ცხინვალიც" ჩაერთვებიან. ბათუმის "დინამო" შინ კვიპროსულ "ომონიას" დაუპირისპირდება, ხოლო "ცხინვალი" სტუმრად რუმინეთში "ბოტოშანის" შეხვდება.

IPN
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თავიდან ბოლომდე პრესტიჟია აზერბაიჯანელებმა ფული იშოვეს და ნაყიდი ფეხბურთელებით გვებლატავებიან დავუმტკიცოთ რომ ქართული ფეხბურთი მათსას 10 თავით ჯობია!!!!!!
გენო
02 ივლისი 2015 11:33
0
იმედია ძაან არ გადაგვივლიან
fui
02 ივლისი 2015 10:02
0
იმედია მოვიგებთ არ უნდა შევცხვეთ აზერბაიჯანთან იმედი მაქვს რომ ამ ბარიერს გადავლახავთ
gurami
02 ივლისი 2015 09:42
0
თასს ვერ ავიღებთ მაგრამ აზერბაიჯანელების სატრაბახო რა გვჭირს? ამიტომ ღირსების საქმეა ეს დაპირისპირება არ შევრცხვეთ უნდა გადავლახოდ ეს ბარიერი
ემზარი
01 ივლისი 2015 21:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული