![](https://sportall.ge/pictures/image5/9180a71326bc5dbca217a508efe8eba7.png)
21-ე წუთზე ანგარიში პეტრე-დანიელ ივანოვიჩიმ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში (46-ე წუთზე) გიგაურის პასით, ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა.
ამის შემდეგ კახა კაჭარავას გუნდმა შეძლო ანგარიშის შენარჩუნება, რუმინელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად. დიდებულად ითამაშა მეკარე გიორგი ნადირაძემ.
ბოტოშანი-ცხინვალი 1:1
ცხინვალი: ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, ბაჩიაშვილი - ქარდავა, გიგაური (77. ბურძენაძე), ლეკვთაძე (63. შულაია) - ივანიშვილი (89. კაჭკაჭიშვილი), კაჭარავა, ცაცკრიალაშვილი
9 ივლისს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება.