"ცხინვალმა" ევროთასებზე დებიუტი რუმინული ფრით აღნიშნა

AutoSharing Option
2 ივლისს, ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ცხინვალი" რუმინულ "ბოტოშანის" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

21-ე წუთზე ანგარიში პეტრე-დანიელ ივანოვიჩიმ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში (46-ე წუთზე) გიგაურის პასით, ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა.

ამის შემდეგ კახა კაჭარავას გუნდმა შეძლო ანგარიშის შენარჩუნება, რუმინელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად. დიდებულად ითამაშა მეკარე გიორგი ნადირაძემ.

ბოტოშანი-ცხინვალი 1:1
ცხინვალი: ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, ბაჩიაშვილი - ქარდავა, გიგაური (77. ბურძენაძე), ლეკვთაძე (63. შულაია) - ივანიშვილი (89. კაჭკაჭიშვილი), კაჭარავა, ცაცკრიალაშვილი

9 ივლისს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ახლა გამოვარდით და დაიწყეთ ფეხბურთის თამაში არ ვიცითო!!!!!!!!!
გენო
03 ივლისი 2015 11:59
0
მეორე ტაიმს უყურე და ნადირაძემ მAგარი ბურთები გამოაძრო.... ყოჩაღ ცხინვალი, ბთუმს ზესტაფონში უმასპინძლეთ და სეძლებისდაგვარად უგულშემატკივრეთ, მარა ბევრისგან გავიგონე არ ვიცოდით აქ თუ იყო თამასი ტორე წამოვიდოდიო.
parfiumer
03 ივლისი 2015 10:23
0
სულ ცუდად რომ იხსენიებთ ქართველ ფეხბურთელებს და ფეხბურთს ეხლა რას იტყვით? გმირობის ტოლფასი შედეგებია! ყოჩაღ ბიჭებო!!!
fanati
03 ივლისი 2015 09:58
0
ცხინვალის გასვლითი ფრე უდავოთ წარმატებაა ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ეს წარმატება
ემზარი
03 ივლისი 2015 06:33
0
გაოცებული ვარ ჩვენი გუნდის თავდადებით და ძალიან კარგი ფიზიკური მომზადებით. ყოჩაღ კაჭარავა
ვანო
02 ივლისი 2015 23:32
0

სიახლეები პოპულარული