"ცხინვალმა" ევროთასებზე დებიუტი რუმინული ფრით აღნიშნა

AutoSharing Option
2 ივლისს, ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ცხინვალი" რუმინულ "ბოტოშანის" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

21-ე წუთზე ანგარიში პეტრე-დანიელ ივანოვიჩიმ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში (46-ე წუთზე) გიგაურის პასით, ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა.

ამის შემდეგ კახა კაჭარავას გუნდმა შეძლო ანგარიშის შენარჩუნება, რუმინელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად. დიდებულად ითამაშა მეკარე გიორგი ნადირაძემ.

ბოტოშანი-ცხინვალი 1:1
ცხინვალი: ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, ბაჩიაშვილი - ქარდავა, გიგაური (77. ბურძენაძე), ლეკვთაძე (63. შულაია) - ივანიშვილი (89. კაჭკაჭიშვილი), კაჭარავა, ცაცკრიალაშვილი

9 ივლისს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ახლა გამოვარდით და დაიწყეთ ფეხბურთის თამაში არ ვიცითო!!!!!!!!!
გენო
11:59 03-07-2015
0
მეორე ტაიმს უყურე და ნადირაძემ მAგარი ბურთები გამოაძრო.... ყოჩაღ ცხინვალი, ბთუმს ზესტაფონში უმასპინძლეთ და სეძლებისდაგვარად უგულშემატკივრეთ, მარა ბევრისგან გავიგონე არ ვიცოდით აქ თუ იყო თამასი ტორე წამოვიდოდიო.
parfiumer
10:23 03-07-2015
0

სიახლეები პოპულარული