ბათუმის "დინამო" კვიპროსში დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა

AutoSharing Option
9 ივლისს, ნიქოზიაში, ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში კვიპროსულმა "ომონიამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრა 2:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე "ომონია" გავიდა.

პირველ ტაიმში მასპინძელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, უგოლო ფრე დაფიქსირდა, მეორეში კი ყველაფერი შეიცვალა, როცა ბათუმელთა კარში პენალტი დაინიშნა და მცველი ბადრი ტეტუნაშვილი გააძევეს.

მართალია, ფრანგ ეროლდ გულონს მიხეილ ალავიძემ აუღო, მაგრამ გულონმა მაშინვე იყოჩაღა და ანგარიში გახსნა.

ამ შემთხვევაში, დამატებითი დრო დაინიშნებოდა, მაგრამ 10-კაციანმა გუნდმა ვერ გაძლო - 61-ე წუთზე ანგარიში 2:0 მალტელმა ანდრე შკემბრიმ გახადა და "ომონია"
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ, პირველ შეხვედრაში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა, ბათუმის "დინამომ" 1:0 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ პირობის მიუხედავად, აჭარის ტელევიზიამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია არ შემოგვთავაზა.

09.07. ომონია. "GSP სთედიუმი".
13 550 მაყურებელი
ომონია-დინამო ბთ. 2:0 (0:1)
1:0 გულონი (56), 2:0 შკემბრი (61)
ომონია (4-2-1-3): პანაი - ლობჟანიძე, რამოსი, რუნიე, მარგაკა - გულონი, ეკონომიდესი - ასისი (88. პერეს ლაბორდა) - კირმი (46. ფოფანა), შერიდანი, შკემბრი (79. ვინსენტი)
სათადარიგოები: გეორგალიდესი, დემეტრიუ, მენდი, რუშიასი
მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი
დინამო (4-2-3-1): ალავიძე - ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, ბ. მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, ფონიავა (54. ვარშანიძე) - გაბედავა, ტატანაშვილი (58. ქორიძე), ქავთარაძე (80. ჩირიკაშვილი) - ბერიაშვილი
სათადარიგოები: მამინაშვილი, დიასამიძე, მაკარიანი, თევდროაძე
შენიშვნა: გულონმა ვერ გაიტანა პენალტი (55)
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ბერიაშვილი (27), გაბედავა (29), გოგიტიძე (53)
გაძევება: ტეტუნაშვილი (55)
არბიტრი: ფაბიო ვერსიმო (პორტუგალია)
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეორე არხმა "ძალიან საინტერსო" სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია შემგვთავაზა, აჭარის ტელევიზიამ ალბათ თვითონაც არ იცის რა,პრობლემა ძალიან დიდია და ყველა ვართ ერთად დამნაშავე ამ ყველაფერში,
დავითი
23:10 09-07-2015
0
მერე გამოდიან ტელევიზიაში და იძახიან ვღიზიანდებით რო იძახიან ფეხბურთი მოკვდაო. მოკვდა კი არა გაიხრჭნა უკვეეეე გაიხრწნააააააააააააააა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული