ევროპალიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები: ვან გაალიც ჩარჩა და ნევილიც [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ცნობილი გახდა ევროპალიგის ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა: "ვილიარეალი", "სპარტა", "ბილბაო", "შახტარი", "ბრაგა", "ლივერპული", "სევილია" და "დორტმუნდი". მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა (როგორც ჩემპიონთა ლიგის) დღეს გაიმართება.

"ენფილდზე" 2:0-ის მოგების შემდეგ "ლივერპულს" თავიდან გაუჭირდა "ოლდ ტრაფორდზე". ლუი ვან გაალის გუნდი ანტონი მარსიალის პენალტით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ფილიპე კოუტინიომ სოლო-რეიდი დე ხეას კარის აღებით დაასრულა და ცხადი გახდა, რომ ტაიმში იურგენ კლოპის გუნდი სამი გოლის გამშვები არ იყო.

საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და ვან გაალის კრიზისიც უფრო ღრმა გახდა, "ლივერპული" კი ბრძოლას აგრძელებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალიან საინტერესო დაპირისპირება შედგა "მესტალიაზეც", სადაც "ვალენსია" აშკარად უკეთ თამაშობდა "ბილბაოზე", ეს სანტი მინასა და ადერლან სანტოსის გოლებში კი აისახა, მაგრამ მეორე ტაიმში არიც ადურისმა "ღამურები" დაადუმა, ხოლო თავადაც, როგორც ყოფილმა "ღამურამ", არ აღნიშნა გოლი, რომელმაც "ბილბაო" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა - 2:2 ორი მატჩის ჯამში და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, ბასკები მეოთხედფინალში არიან.

სხვათა შორის, მსაჯმა ამ თამაშში ინგლისელი გარი ნევილი გააძევა, ვნახოთ, რას იზამს "ვალენსიას" ხელმძღვანელობა.

"სევილიას" კევინ გამეიროს დუბლი შეეშველა, "ბაზელს" 3:0 მოუგო და ესპანური გუნდი ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს. პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუბლმა "დორტმუნდს" ლონდონური შეხვედრაც მოაგებინა "ტოტენჰემთან" - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბრაგამ" "ფენერბაჰჩე" ევროთასებიდან მიაბრძანა - 4:1, ხოლო მატჩის არბიტრმა თურქების სამი ფეხბურთელი მიაბრძანა მოედნიდან.

მოულოდნელი იყო "სპარტას" 3:0 გამარჯვება რომში "ლაციოსთან", ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ "შახტარი" და "ვილიარეალიც".

ევროპალიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
17 მარტი
ლევერკუზენი-ვილიარეალი 0:0 (0:2)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ფრაი, ტაჰი, პაპადოპულოსი (79. რამალიო), ვენდელი - კრამერი (68. იურჩენკო), ჩალჰანოღლუ - ბელარაბი, მეჰმედი (59. კრუზე), ბრანდტი - ხ. ერნანდესი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, რუკავინა - დ. სუარესი (89. ალფონსო), პინა, ბრუნო სორიანო, კასტილიეხო (60. ტრიგეროსი) - სოლდადო (73. ა. ლოპესი), ბაკამბუ

ლაციო-სპარტა 0:3 (1:1)
გოლები: 0:1 დოჩკალი (10), 0:2 კრეიჩი (12), 0:3 იულისი (44)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - კონკო (67. მაურისიო), ბიზევაცი, ჰოედტი, ლულიჩი - ბილია, პაროლო - კანდრევა, მაური (58. ფ. ანდერსონი), კეიტა - კლოზე (58. მატრი)
სპარტა (4-2-3-1): ბიჩლიკი - ზაჰუსტელი, ბრაბეცი, ჰოლეკი, კოსტა - მარეჩეკი, ვახა (70. მატეიოვსკი) - დოჩკალი, ფრიდეკი, კრეიჩი (83. ფატაი) - იულისი (58. კონატე)

ვალენსია-ბილბაო 2:1 (0:1)
გოლები: 1:0 მინა (13), 2:0 სანტოსი (37), 2:1 ადურისი (76)
ვალენსია (4-2-3-1): რაიანი - ვეზუ, მუსტაფი, სანტოსი, გაია - ფუეგო (68. პარეხო), დანილო - მინა, ანდრე გომეში (83. პ. ალკასერი), როდრიგო (74. ფეგული) - ნეგრედო
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა (75. ლეკუე მარტინესი) - სან ხოსე, ბენიატი - საბინ მერინო (75. იტურასპე), რაულ გარსია, მუნიაინი (25. სუსაეტა) - ადურისი

ანდერლეხტი-შახტარი 0:1 (1:3)
გოლი: 0:1 და სილვა (93)
ანდერლეხტი (4-4-2): პროტო - ნიარი, მბოჯი, ნიუტინკი (78. სილა), დეშახტი - პრაე, ბაჯი (71. ტიელემანსი), დეფური, აჩეამპონგი - ოკაკა, ესეკიელი (71. ტრეზეგე)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი - მალიშევი, სტეპანენკო - მარლოში (91. და სილვა), კოვალენკო (88. ორდეცი), ტაისონი (84. დენტინიო) - ფერეირა
გაძევება: კუჩერი (84), მბოჯი (87)

ბრაგა-ფენერბაჰჩე 4:1 (0:1)
გოლები: 1:0 ჰასანი (11), 1:1 პოტუკი (45), 2:1 ჟოსუე (69-პენ), 3:1 სტოილიკოვიჩი (74), 4:1 რ. სილვა (83)
ბრაგა (4-4-2): მატეუსი - კარნეირო, პინტო, ბოლი, მარსელინიო - ჟოსუე, მაურო, ვუკჩევიჩი (73. სანტოსი), სილვა - ჰასანი, სტოილიკოვიჩი (90. კარვალიო სოუზა)
ფენერბაჰჩე (4-2-1-3): დემირელი - ოზბაირაკლი, კიაერი, ბ. ალვეში, ერკინი - სოუზა, თოფალი - დიეგო (73. მ. კადლეცი) - ნანი (72. შენი), ვან პერსი (78. ფერნანდაო), პოტუკი
გაძევება: თოფალი (66), პოტუკი (87), შენი (97)

მანჩესტერი-ლივერპული 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 მარსიალი (32-პენ), 1:1 კოუტინიო (45)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვარელა (46. ვალენსია), სმოლინგი, ბლინდი, როხო (62. დარმიანი) - კერიკი (70. შვაინშტაიგერი), ფელაინი - ლინგარდი, მატა, მარსიალი - რაშფორდი
ლივერპული (4-3-3): მინოლე - მილნერი, ლოვრენი, სახო, კლაინი - ჰენდერსონი (71. ალენი), ჯანი, კოუტინიო - ლალანა, სტარიჯი (68. ორიჯი), ფირმინო (85. ბენტეკე)

სევილია-ბაზელი 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 რამი (35), 2:0 გამეირო (44), 3:0 გამეირო (45)
სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრისტოფორო, იბორა (61. კრიხოვიაკი) - რეიესი, ბანეგა, კრონ-დელი (52. ს. ესკუდერო) - გამეირო (69. ფ. ლორენტე)
ბაზელი (4-2-3-1): ვაჩლიკი - ლანგი, ჰოეგი, სუხი, საფარი - ჯაკა, ბიარნასონი (61. ფრანსონი) - ცუფი, დელგადო (60. ემბოლო), შტეფენი - იანკო (71. იტენი)

ტოტენჰემი-დორტმუნდი 1:2 (0:3)
გოლები: 0:1 ობამეიანგი (24), 0:2 ობამეიანგი (71), 1:2 სონი (74)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, დევისი (13. როუზი) - დიერი, მეისონი - ლამელა (74. ონომა), ალი (70. კეროლი), სონი - შადლი
დორტმუნდი (4-3-3): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი (54. დურმი), შმელცერი - გინტერი, კასტრო, ვაიგლი - მხითარიანი (72. კაგავა), ობამეიანგი, როისი (60. პულიშიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული