სტამბოლი II - ევროპული მედია "ლივერპული"-"დორტმუნდის" გიჟურ მატჩზე

AutoSharing Option
იურგენ კლოპის "ლივერპულმა" საოცარი მატჩი შემოატრიალა, თამაშის განმავლობაში 0:2-ს, შემდეგ კი 1:3-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 4:3 მოიგო და ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალს" შეხვდება.

ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: დიდი შემობრუნება [VIDEO]
ევროპალიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ვნახოთ, როგორ გამოეხმაურა ევროპული მედია ამ საოცარ თამაშს. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ციტატებს.

The Telegraph
"შემოტრიალებების მეფეები საპასუხო დარტყმას ახორციელებენ".

ESPN
"ბორუსია" ევროპალიგიდან კლოპური ჰევი-მეტალით გამოაძევეს".

Daily Express
"ყველაფერი, რაც გვჭირდება, ლოვრენია".
Sportall.Ge

The Mirror
"იურგენ კლოპმა თავისი სახელი ჩაწერა "ლივერპულის" ფოლკლორში. ახალი ერის საძირკველი ჩაყრილია".

გარი ლინეკერი
"ვაუ, უბრალოდ, ვაუ! "ლივერპული" მკვდრეთით აღდგა. მატჩის კვანძი შესანიშნავად გაიხსნა".

"ბორუსიას" ოფიციალური "ტვიტერი"
"Nein. Nein. Nein" - არა, არა, არა.

Bild
რატომ? - სტატიის სათაური

ოუენ ჰარგრეივსი
"ყველაფერი, რასაც კლოპი ეხება, განსაკუთრებული ხდება. ალბათ, დღეიდან მასში ეჭვი აღარავის შეეპარება".

მაიკლი ("ლივერპულის" ფანი) BBC-ს რადიოზე ჩართვისას
"დღეს ბიჭი შემეძინა და მე მას დეიანს ვარქმევ. ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა".

თომას ტუხელი
"ნაგვობა ხდება ხოლმე".

დივოკ ორიჯი
"მწვრთნელმა გვითხრა, ისეთი ისტორია უნდა დაგვეწერა, რომელსაც მომავალში შვილიშვილებს მოვუყვებოდით და ჩვენ მას დავუჯერეთ".

The Anfield Chat
"ლივერპულმა" ინვალიდები აამოძრავა".

BBC Sport
"კლოპმა სკეპტიკოსები მორწმუნეებად აქცია".

Die Zeit
"კლოპმა გადაადგილებები გააკეთა და ბიჭები წინ გაუშვა იმ იმედით, რომ დაცვაში ცუდი არაფერი მოხდებდა და ჰარაკირის ტაქტიკამ გაამართლა".

Sun
"სტამბოლი II".
მკითხველის კომენტარები / 3 /
es marþo liverpuls sheuzlia
shah name
10:57 26-04-2016
0
Ra magari tamashi tiatri iyo kargat dadgmuli bravo rejisors
Patrioti
12:06 16-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული