იურგენ კლოპი: არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ხოლმე ამას

AutoSharing Option
მას მერე, რაც მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე იურგენ კლოპმა შეაბიჯა, იქაურობა უფრო გახალისდა და ენერგიით აივსო.

ძალიან სიმბოლურია, რომ გერმანელმა პირველი დიდი გამარჯვება თავის სტილში სწორედ ყოფილი კლუბის, "დორტმუნდის" წინააღმდეგ მოიპოვა, როდესაც "ენფილდზე" 1:3-ს აგებდა და 4:3 იმარჯვა.

- ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: დიდი შემობრუნება [VIDEO]

"კლოპოს" ხელი მერსისაიდელებს უკვე დაეტყოთ. ჰერ ან მისტერ იურგენი "ვილიარეალთან" ევროპალიგაზე ნახევარფინალური მატჩის წინ თავის შეგრძნებებსა და მოსაზრებებს გვიზიარებს.

"ლივერპულის" საოცარ "ქამბექზე"
სიმართლე ითქვას, უკვე ფრეზეც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ჩვენ ანგარიშის გათანაბრება შევძელით. თუმცა წამზომს
დავხედე, 77-ე წუთი იყო და გავიფიქრე - ჯერ კიდევ ყოფილა ცოტა დრო-მეთქი. არ ველოდი, რომ მაინც მოვიგებდით, შეუძლებელია, სასწაულს დაელოდო.

ხოლო, როდესაც კიდევ გავიტანეთ, ეს შეგრძნება უფრო შოკს ჰგავდა, ვიდრე სიხარულს. ბოლოს, როდესაც ბედნიერ სახეებს ვხედავდი, გავიაზრე, რომ ეს განსაკუთრებული საღამო იყო. 500 ასეთი საღამო ვერ გექნება, თუ გაგიმართლებს, შეიძლება ცხოვრების განმავლობაში 10 გქონდეს.

- ლივერპული-დორტმუნდის მატჩის ყველაზე მაგარი კაცი [PHOTO]

შეგრძნებები ყოფილი გუნდის დამარცხების შემდეგ
მატჩისშემდგომი დილა რადიკალურად განსხვავდებოდა იმ დილისგან, როგორიც უნდა იყოს ხოლმე ასეთი თამაშების მერე. როგორც წესი, იღვიძებ და ფიქრობ - დიდებულია, რა კარგი რამ მოხდა. თუმცა ამჯერად თავს ასე ვერ ვგრძნობდი და გულწრფელად რომ ვთქვა, უცბად და თავიდან ვერც მივხვდი, რატომ. მერე კი გავიაზრე - აჰ, მათ ხომ წააგეს.

"დორტმუნდში" 7 ბრწყინვალე წელიწადი გავატარე და ვიცი, რას გრძნობდნენ ისინი მატჩის მერე. ვიცი, რას იზამდნენ ისინი სასტუმროში და როგორი განწყობა იქნებოდა, როდესაც გაიღვიძებდნენ და ყველანი ერთად სასაუზმოდ შეიკრიბებოდნენ.

საკუთარ რეაქციებსა და ემოციებზე
გულწრფელად რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვაკეთებ ამას და რატომ გამომდის ასე. თანაც, სხვადასხვა მატჩში ეს რეაქციები რადიკალურად განსხვავებულია ხოლმე.

- შეშინებული და მხიარული იურგენი - კლოპის რეაქციები "ევერტონთან" [VIDEO]

რასაც ვაკეთებ, ეს ყველაფერი ყოველთვის ჩემთვის არ არის ხოლმე და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, რაიმე აზრის მატარებელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ ჩემთვისაც არის და ასე თავს თამაშში უფრო ჩართულად და უკეთ ვგრძნობ. მეტწილად კი, ეს ყველაფერი უფრო ფეხბურთელებისთვისაა, რომელთა უფრო დამუხტვასაც ვცდილობ.

თავის ფილოსოფიაზე
მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა მოიგოს, სულ ეს არის. მსურს, რომ ჩემი გუნდის თამაში იყოს ისეთი, რომ ადვილად ისიამოვნო, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამოა ფეხბურთი საინტერესო და მიმზიდველი.

თუ მაყურებელი ორჯერ მოვა და მოიწყენს, მესამედ უკვე სხვაგან წასვლაზე დაიწყებს ფიქრს. ჩემი გუნდის მიზანი ბურთის ფლობაა, მაგრამ ამას ბევრი ვერ იაზრებს და ხედავს, რადგან უფრო პრესინგი და კონტრშეტევები ჩანს.

როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ამას "მძიმე მეტალის ფეხბურთს" ვეძახდი. სხვაგვარად ვერ ვხსნი, თუ რატომ გამოვიყენე ეს სიტყვები და პარალელი. მე მიყვარს სანახაობა, სპექტაკლი. როდესაც ოთახში ვარ ადამიანებთან ერთად, მინდა დავრწმუნდე, რომ გარემო არ იცვლება და არ ფუჭდება ჩემი იქ ყოფნით. ვცდილობ, რომ სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნას და ამას შევუწყო ხელი.

"ვილიარეალზე"
ეს გუნდი საკმაოდ ძლიერია და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. "ვილიარეალს" დიდებული სეზონი აქვს. ეს არის ბრწყინვალე კლუბი პატარა ქალაქში.

ნათელია, რომ გუნდის წარმატებების უკან ძალიან ჭკვიანი ხალხი დგას. ჩვენ თამამი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ახლა უკვე ნახევარფინალში ვართ და აქ იმიტომ ვართ, რომ ეს დავიმსახურეთ. ახლა კი უნდა ვაჩვენოთ, რომ საკმარისად ძლიერები ვართ ფინალისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული