"სევილიასთან" მატჩის დასრულების შემდეგ კარაგერმა "ტვიტერში" უცენზურო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "ლივერპულისთვის" მარცხენა მცველის ტრანსფერს მოითხოვდა.
"იურგენ, სატრანსფერო კომიტეტი, ვინმემ... იყიდეთ ეს დედა**** მარცხენა მცველი", - დაწერა კარაგერმა, შემდეგ კი "ტვიტი" წაშალა.
ჯეიმის პრეტენზიები ალბერტო მორენოსკენ იყო მიმართული. "სევილიის" პირველი გოლის დროს მორენომ თავით ცუდად გამოიტანა ბურთი, რომელიც საბოლოოდ მარიანოს მიუვიდა. მარიანომ კი მორენო მოატყუა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მესამე გოლის ეპიზოდში კი მორენომ თანაგუნდელისგან ასხლეტილი ბურთი
შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "სევილიასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
- ლივერპული-სევილია 1:3 - ევროპალიგის "რეკორდმაისტერი" [VIDEO]