გია გეგუჩაძე: ეს ის შემთხვევაა, როცა ოპტიმიზმის საფუძველი რეალურია

AutoSharing Option
26 იანვარს ნიონში წილი ჰყარეს - შვეიცარიის ამ ქალაქში, სადაც უეფას შტაბბინაა განთავსებული, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მონაწილეები ჯგუფებში გადაანაწილეს. ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან გაარკვევს ურთიერთობას. ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ფინალური ეტაპის კიდევ ორ ადგილს გაითამაშებს.

ტურნირი მარტში იწყება, თუმცა საქართველოსთვის სასტარტო დღე 1-ლი სექტემბერია, რადგან ხუთგუნდიან ჯგუფში პირველი ტურის გამოტოვება სწორედ ჩვენს გუნდს უწევს.

როგორც კი წილისყრის შედეგები გაცხადდა, "ლელო" საქართველოს ახალგაზრდული
ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო".

U21. საქართველოს ნაკრების განრიგი
2017 წელი
1-ლი სექტემბერი

საქართველო-პოლონეთი

6 ოქტომბერი
დანია-საქართველო

10 ოქტომბერი
ფარერები-საქართველო

10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი

14 ნოემბერი
საქართველო-ლიტვა

2018
23 მარტი

საქართველო-ფარერები

27 მარტი
საქართველო-დანია

7 სექტემბერი
ლიტვა-საქართველო

12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო

16 ოქტომბერი
პოლონეთი-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გათანხმები kika... ჩვენი თავის მტრები როგორ უნდა ვიყოთ.... პირველად გეგუჩაძე არ იყო ევროპალიგაზე რომ გაიყვანა ჩვენი დინამო? რომ დასცლოდა ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებდით...
elgvisa
28 იანვარი 2017 10:52
0
ჩემი აზრით დინამოში რომ დარჩენილიყო გეგუჩაძე უფრო მეტ საქმეს გაუკეთებდა ქართულ ფეხბურთს, აქ დროის კარგვაა მეტი არაფერი არ გამოვა.
kika
27 იანვარი 2017 19:04
0
გეგუჩაძესავით ძლიერი მწვთნელი, ტაქტიკურად განსწავლული და დიდი გამოცდილების მქონე საქართველოს დღესდღეობით არ ჰყავს... ყველაზე თავმდაბალი და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, რომელიც სერიოზულ საქმეს აკეთებს.... არ უყვარს მოუწესრეგებლობა არსად... ვინც არ იცის იმათ გასაგონად ვამბობ, კარგი გაგებით... და ყველაზე ალღოიანი მწვრთნელია ახალგაზრდების აღმოჩენაში... დიდი ტაქტიკოსია... რა "ზესტა" და "დინამო" დაიშალა გიას აწყობილი... უბრალოდ გული მეწვება..
elgvisa
27 იანვარი 2017 16:28
0
სამწუხაროდ მაისურაძის ბიჭებს აღარუწევთ, თორე კაკაბაძე-ჭანტურია-გურეშიძე-დვალი->ცინცაძე-აბურჯანია->პაპუნაშვილი-გოროზია-კიკაბიძე->ჯიქია რო იყვნენ ამ შესარჩევში ფავორიტები ჩვენ ვიქნებოდით!!


ეხლა კი უნდა ვიმუშაოთ ისეთი ბიჭების ჩვენ ახალგაზრდულებში ჩამოყვანაზე როგორებიც არიან ყიფიანი-ვაჩიბერიძე, და პლიუს მოვიძიოთ თუ ვინმე საინტერესოა. ისე მილიქიძეც კარგი იქნებოდა მაგრამ რუსეთშია და მისი კარიერისთვის მოქალაქეობის შეცვლა დამღუპველი იქნება!!
გიო
27 იანვარი 2017 15:13
0
კი მარა სწორედ მაგ ოპტიზმში ჩაფლავების ოსტატები ხართ.
giga
27 იანვარი 2017 13:50
0
დანია აშკარა ფავორიტია ამ ჯგუფში.პოლონეთი ობიექტურად ჩვენზე ძლიერი.დანარჩენებთან შეიძლება ქულათა მაქსიმუმის აღება.შანსი არის...კალენდარი მართლა ძალიან ცუდია.პირველი ორი თამაში ფავორიტებთან და ბოლო სამი თამაში გასვლაზე.ვინ შეადგინა საინტერესოა.
gocha
27 იანვარი 2017 13:47
0
გეგუ სჰენ სხვებს ჯობიხარ მაგრამ ფინეტი,პოლონეტი,დანია ტუ ფავორიტებად მიგაჰნია ჰვენ სად ცავიდეტ ამ ჯგუფსჰი ისიც ტქვი ბარემ .ალბატ ბოლოზე რო არ გავიტეტ.
bajo
27 იანვარი 2017 13:37
0
მარტლა რა ცუდი კალენდარია ბოლო 3 მატჰი გასვლა უკვე განცირულია ჰვენი ნაკრები.
bajo
27 იანვარი 2017 13:32
0
Raga davmalo da mec meimedeba :)))))
Irakli apkhaidze
27 იანვარი 2017 12:57
0
ტუ მოინდომეს გავლენ
lia
27 იანვარი 2017 12:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული