ტურნირი მარტში იწყება, თუმცა საქართველოსთვის სასტარტო დღე 1-ლი სექტემბერია, რადგან ხუთგუნდიან ჯგუფში პირველი ტურის გამოტოვება სწორედ ჩვენს გუნდს უწევს.
როგორც კი წილისყრის შედეგები გაცხადდა, "ლელო" საქართველოს ახალგაზრდული
"საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.
ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.
აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო".
U21. საქართველოს ნაკრების განრიგი
2017 წელი
1-ლი სექტემბერი
საქართველო-პოლონეთი
6 ოქტომბერი
დანია-საქართველო
10 ოქტომბერი
ფარერები-საქართველო
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
14 ნოემბერი
საქართველო-ლიტვა
2018
23 მარტი
საქართველო-ფარერები
27 მარტი
საქართველო-დანია
7 სექტემბერი
ლიტვა-საქართველო
12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო
16 ოქტომბერი
პოლონეთი-საქართველო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეხლა კი უნდა ვიმუშაოთ ისეთი ბიჭების ჩვენ ახალგაზრდულებში ჩამოყვანაზე როგორებიც არიან ყიფიანი-ვაჩიბერიძე, და პლიუს მოვიძიოთ თუ ვინმე საინტერესოა. ისე მილიქიძეც კარგი იქნებოდა მაგრამ რუსეთშია და მისი კარიერისთვის მოქალაქეობის შეცვლა დამღუპველი იქნება!!