საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 23-26 მარტს პირველ შეკრებას ჩაატარებს. ეს ის გუნდია, რომელიც შემოდგომაზე მომავალ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს.
მთავარმა მწვრთნელმა
ვასილ მაისურაძემ ნაკრების კანდიდატთა სია შეარჩია და ვარჯიშების გარდა, გუნდს პირველი ამხანაგური მატჩიც დაუგეგმა - 26 მარტს 18-წლამდელები ეროვნული ლიგა 2-ის გუნდ "გაგრას" დაუპირისპირდებიან.
ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", მაისურაძის ხელმძღვანელობით, ეს 20 ფეხბურთელი მოემზადება:
გიორგი მამარდაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ბექა ხარშილაძე, პაატა კიტეიშვილი, მიხეილ ერგემლიძე, ბექა დარცმელია (ყველა
- დინამო თბილისი), ჯემალ ზარნაძე, სერგო კუხიანიძე (ორივე - ტორპედო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ივანე ძოძუაშვილი (დინამო სოხუმი), გიორგი გურგენიძე, გიორგი ჭურღულაშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, აკაკი ქიმერიძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, სანდრო შეწირული, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლევან გრძელიძე (ყველა - ლოკომოტივი).
წყარო: gff.ge
ასე რომ თუ თბილისური გუნდის სახელებია არნიშნავს რომ მაინცდამაინც თბილისელები არიან ყველა!!
ამ შემთხვევაში ტორპედოდან 2 კაცია გამოძახებული, მაგრამ მე როგორც ვიცი ლევან ხარაბაძეც ქუთაისიდან ყავს დინამოს წამოყვანილი...