U18. ვასილ მაისურაძის 20-კაციანი გუნდის პირველი შეკრება

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 23-26 მარტს პირველ შეკრებას ჩაატარებს. ეს ის გუნდია, რომელიც შემოდგომაზე მომავალ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს.

მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ნაკრების კანდიდატთა სია შეარჩია და ვარჯიშების გარდა, გუნდს პირველი ამხანაგური მატჩიც დაუგეგმა - 26 მარტს 18-წლამდელები ეროვნული ლიგა 2-ის გუნდ "გაგრას" დაუპირისპირდებიან.

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", მაისურაძის ხელმძღვანელობით, ეს 20 ფეხბურთელი მოემზადება:

გიორგი მამარდაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ბექა ხარშილაძე, პაატა კიტეიშვილი, მიხეილ ერგემლიძე, ბექა დარცმელია (ყველა
- დინამო თბილისი), ჯემალ ზარნაძე, სერგო კუხიანიძე (ორივე - ტორპედო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ივანე ძოძუაშვილი (დინამო სოხუმი), გიორგი გურგენიძე, გიორგი ჭურღულაშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, აკაკი ქიმერიძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, სანდრო შეწირული, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლევან გრძელიძე (ყველა - ლოკომოტივი).

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი მწვრთნელია თუ აცადეს თუ არ დაუდეს სიები მაგარიმწვრთნელია მჯერა პროსტა თუ არ აურიეს ტვინი აცადეთ ტო
grisha
17:14 23-03-2017
0
გაიხარეთ, ძლივს გამოჩნდა კაცი, მე ძალიან მჯერა მისი.
jaba
10:47 22-03-2017
0

სიახლეები პოპულარული