გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ათდღიან შეკრებას ბულგარეთში გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც 3 ივნისიდან შეკრებს.

ვარჯიშის გარდა, ქართველი ფეხბურთელები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ მასპინძელ ბულგარეთთან - 11 და 13 ივნისს.

ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას გიორგი ყიფიანის გუნდი უკვე თბილისში, ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ გაივლის.

შეგახსენებთ, რომ 2-15 ივლისს საქართველო ევროპის 19-წლამდელთა პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. მატჩები თბილისსა
და გორში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში ჩეხეთის, შვედეთისა და პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებები არიან.

მეკარეები: დავით კერესელიძე (ცხინვალი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);

მცველები:
დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-ალფა, რუსეთი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები:
ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები:
გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თორნიკე დაგარგულია (შუქურა).
მკითხველის კომენტარები / 19 /
საშინელება და ბოღმიანობა ეს კომენტარები კი არა საშინელება და უთავმოყვარეობა ყიფიანის მოქმედებაა.3-4 კაცის გარდა მაგ ნაკრებში არ უნდა იყვნენ დანარჩენები.რატომ ბლოკავენ უპატრონო მაგრამ მაგ სასტავზე ატჯერ დზლიერ ბიჭებს?ჯერ თვითონ ე.წ.პატრონიანებს აფუჭებენ იმიტომ რომ კონკურენცია არ აქვს და იცის ივარჯიშებს თუ არა მაინც თამაშობს,რარომ მოიკლავს თავს,მერე ვისაც ბლოკავენ ისინი ცალკე ფუჭდებიან იმიტომ აზრი არ აკვს მათ ვარჯიშს,მაინც არ ათამაშებენ და ეგეც თქვენი ქართული ფეხბურთის მომავალი,მწვრთნელზე ხო ლაპარაკი არ ღირს...საერთოდ თავისით თუ სუნთქავს მაინც ეგეც საკითხავია ალბათ მაგასაც უწერენ როდის ისუნთქოს...
ზურა
12 ივნისი 2017 12:19
0
ვინც აქ ასეთ საშინელ კომენტარებს წერტ- გრცხვენოდეთ! თქვენ ქართველები და გულშEმატკივრები გქვიათ? ყიფო და ბიჭებო წარმატებები! ამ უაზრო და უნიჭო ხალხის თვალი არ გეცემათ. საცოდავი ჩვენი ქვეყანა ამ უაზრო და გაუნათლებელი ხალხის ხელში!!!
gulshematkivari!
12 ივნისი 2017 01:10
0
arabidze rato araa am u19? shaxdioris dublebi barselona ki araa, auvardat ukve tavshi)))
jason
09 ივნისი 2017 13:00
0
Gio vin?
gia
03 ივნისი 2017 09:06
0
ყიფიანის ფუნქციებში არ ვერევი და მის გემოვნებაში, მარა 8-9 თამაშში 16-გოლის გამტანი კი უნდა გამოეძახა.....
Gio
02 ივნისი 2017 15:29
0
achvenet fifas da uefas yifiani da ert wamshi mixvdebian ro qartuli fexburti ar arsebobs erti arveladze cotaa mamac da bidzebic unda gamogedzaxa da kide barem mteli saburtalo
juve
02 ივნისი 2017 14:46
0
არ იქნება ჩვენი საშველი ვისაც პატრონი არა ყავს ნაკრებსიც ვერ ხვდება...
rezi
02 ივნისი 2017 12:19
0
ჩოჩიშვილი,მალი,ლოჩოშვილი,ჩაკვეტაძე,კოხრეიძე,დანარჩენებს თავის მწვრთნელიანად რა უნდათ ნაკრებში?კობიაშვილი გაახილე თვალი,მაგრად კიდიათ ნაკრებიც,ფეხბურთიც და მთლიანად საქართველოს ღირსებაც.ბევრი ამათზე კარგი ფეხბურთელი დაბლოკეს და ბლოკავენ.ევროპაა ევროპა
ზურა
02 ივნისი 2017 12:02
0
თქვე ოჯახაშენებულებო,რით ვერ გაიგეთ რომ ის უცხოელიაგენტები ფეხბურტელს ყიდულობენ და არა ნაკრების მაისურს...ეს რა შემადგენლობაა?სირცხვილი აგარ გაქვთ?ყიფიანი მაზოხისტი ხარ,თუ შენ ვერ წყვიტავ წადი რა ახალგაზრდა კაცმა ასე როგორ დაკარგე ღირსება...აგინებინებ თავს მთელ ქვეყანას
ზურა
02 ივნისი 2017 11:52
0
ისევ იგივე შემადგენლობა. საქართველოს ნაკრები კი არა,3 გუნდის ნაკრებია.ასე აპირებს ყიფიანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას? რამდენ კარგ ფეხბურთელს არ აძლევენ შანსს,რომ თავი გამოიჩინოს.ისევ ნეპოტიზმი სუფევს.სანამ ნაცნობობა და ჩაწყობები არ მოისპობა,ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ძალიან გთხოვთ არ დაბლოკოთ ეს კომენტარი.
გულშემატკივარი
02 ივნისი 2017 10:32
0

სიახლეები პოპულარული