U21: საქართველოს ნაკრების უჩვეულო მაისური და მარცხი მონტენეგროსთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ივნისს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა სტუმრად მონტენეგროში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან ჩაატარა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

გია გეგუჩაძის შეგირდები ამ შეხვედრაში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, 89-ე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები განსხვავებული დიზაინის მაისურით იყო მოედანზე.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ქურდაძე, მარგველაშვილი (გიორგაძე), ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელოშვილი (ალთუნაშვილი, ართმელაძე), მოხევიშვილი (ჩაჩუა), თევზაძე, შულაია (გიორბელიძე),
მაჭარაშვილი (ბიძინაშვილი), იმნაძე (კიკნაძე).

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე დღის წინ ამხანაგურად სოფიაში, ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებთანაც ითამაშა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით დაიწყებს. მესამე შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასევე იქნებიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
მკითხველის კომენტარები / 22 /
დასანანი მარცხი იყო.მშვენიერი ტექნიკა აქვთ,გამძლეობითაც გაქაჩეს,მაგრამ ზედმეტმა ინდივიდუალიზმა და უდისციპლინო,არაფროფესიონალურმა თამაშმა განსაკუთრებით დაცვის ხაზში წაგვაგებინა.1 სექტებრანდე კიდევ დიდი დროა,მთავარია სწორი მიდგომა და აუცილებლად მოვა გამარჯვებები.ზოგადად კარგი ბიჭები არიან
mamuka
00:49 13-06-2017
0
მე მგონი მონტენეგროს საგარეო ფორმა ეცვათ ჩვენებს
გულშემატკივარი
02:29 13-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული