U19. ბულგარეთი-საქართველო 2:1 - მარცხი მეორე სპარინგში

AutoSharing Option
13 ივნისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევრო 2017-ისთვის მზადების ფარგლებში, ბლაგოევგრადში ბულგარეთის თანატოლთა გუნდთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

გიორგი ყიფიანის გუნდი მე-16 წუთზე გიორგი კუციას გოლით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ამ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური (77’ კვანტალიანი), არდაზიშვილი (44’ საღრიშვილი), კუცია (32’ სამურკასოვი, 77’ ფოჩხუა), კოხრეიძე (58’ ბუღრიძე), ჩაკვეტაძე (58’ არველაძე), მალი,
ქოჩორაშვილი (71’ ჩოგაძე), ლაკვეხელიანი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 2 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იმედია ბომბარდირი არ გამორჩება!!!! DINAMODAN!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Gio
20 ივნისი 2017 15:12
0
ვნახოთ ვის გამოიძახებს 22-ში????????
Gio
20 ივნისი 2017 14:22
0
ამ ერთი და იგივე ხალხმა ყველა ამხანაგური და ყველა ტურნირი ჩააგდო,ორი თანაში მოიგო ერთი უპატრონო ბიჭები ათამაშეს ისიც დიდუ ანგარიშით მოიგეს და ერთიც ეხლა ბოლოსწინა ბულგარეთის უმცროსი ასაკის გუნდს ძლივს მოუგეს ერთით ნოლი.დანარჩენი ყველა ჩაისვარეს...ნაგრამ ჯიუტად ამ ხალხს იძახებენ....სამი ოთხი ჯაცის გარდა არცერთი არაა ნაკრებისთვის მზად თავის ნწვრთნელიანად.არაფერი გეშველებათ...
ზურა
17 ივნისი 2017 23:31
0
რა უნდა მოიგოს ყიფიანის ნაკრებმა მის ხელში?????? 19-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი რომელსაც 8-9 თამაშში 16-გოლი აქვს გატანილი ბულგარეთში 2-თამაშში ერთი წუთი არ ათამაშა....... ამის მერე გვინდა მოგება?????
Gio
15 ივნისი 2017 07:01
0
aba ra iqneba, Yifianis xelshi... 19-wlàmdelta chempionatis bombardirs romelsac 9-tamashshi 16 goli aqvs gatanili Bulgaretshi erti cuti ar atamasha? amis mere ra ginda tkva????????????
gio
15 ივნისი 2017 06:00
0
რა გჭირთ ხალხო.რა უბედურებაა ამდენი ბოღმა.იმის მაგივრად რომ ბავშვები დადებითი ემოციებით დამუხტოთ.
nukri
14 ივნისი 2017 14:42
0
აბა რას ელოდით?
kako
14 ივნისი 2017 11:14
0
ყველა ასაკობრივი სამარცხვინოა
696
14 ივნისი 2017 11:14
0
რომელი ასაკობრივი მოიგებს ნეტა ერთ თამაშს მაინც?
666
14 ივნისი 2017 11:13
0
მასეც ველოდი,ბოლო მე-10 ადგილი ჩვენია
kaxa
14 ივნისი 2017 09:16
0

სიახლეები პოპულარული