გიორგი ყიფიანი: ჩვენი პირველი მიზანი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გასვლაა!

AutoSharing Option
ბიჭები ძალიან კარგად არიან განწყობილები, იგრძნობა ერთიანობა და გუნდი ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლებს, ამისთვის თავს არავინ დაზოგავს, - ამის შესახებ საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა განაცხადა.

ყიფიანმა საქართველოში გასამართი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ყველა ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ პირველივე თამაშს და მთლიანად ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვდეთ. საბოლოო შემადგენლობას დავასახელებთ 30 ივნისს. ტრავმირებულები გვყავს - არდეიშვილი და კერესელიძე ვერ დაგვეხმარებიან ჩემპიონატზე.

გუნდში განწყობა ძალიან კარგი და საბრძოლოა. ბიჭები ძალიან კარგად არიან განწყობილები, იგრძნობა ერთიანობა და
გუნდი ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლებს, ამისთვის თავს არავინ დაზოგავს", - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, პირველი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და ნახევარფინალში გასვლაა.

"შევისწავლეთ მეტოქის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ მიზნები დავყავით ორ ნაწილად. პირველი მიზანი არის, დავძლიოთ ჯგუფური ეტაპი და გავიდეთ ნახევარფინალში", - აღნიშნა ყიფიანმა.

2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, თბილისსა და გორში, 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-მოსკოვი, რუსეთი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).

უეფას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი:
A ჯგუფი
02.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
შვედეთი - ჩეხეთი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
საქართველო - პორტუგალია

05.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
საქართველო - შვედეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ჩეხეთი - პორტუგალია

08.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00
ჩეხეთი - საქართველო

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
პორტუგალია - შვედეთი

B ჯგუფი
03.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
ბულგარეთი - ინგლისი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
გერმანია - ჰოლანდია

06.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 2", 17:30
ინგლისი - ჰოლანდია

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
გერმანია - ბულგარეთი

09.07.17
გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
ჰოლანდია - ბულგარეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ინგლისი - გერმანია

ნახევარფინალები
12.07.2017
"დავით პეტრიაშვილი", 17:00

12.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00

ფინალი
15.07.2017
"მიხეილ მესხი 1" - 20:00.

ლექსო ნაბახტეველი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო გიორგი გმერტმა ხელი მოგიმართოთ, 1/2 ფინალში კი არა ევროპის ჩემპიონობა მოგველოცოს!!!! მარა ვინს გამოსაძახებელი იყო რატომ არ გამოიძახეთ??????? 10-თამაშში 16-გოლის გამტანი!!!!!!! ჟ ი ნ ვ ა ლ ა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Dinamo
23:38 28-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული