გიორგი არაბიძე: როგორ არ უნდა გინდოდეს ევროპის ჩემპიონატზე თამაში?!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ემზადება გიორგი არაბიძე, რომელმაც უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა და გოლებიც გაიტანა. საქართველოში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამო, ის დონეცკის "შახტარს" გერმანულ შეკრებაზე არ გაჰყვა.

- გიორგი ყიფიანი: არა მგონია, არაბიძესა და ჩაკვეტაძეს გუნდური თამაშის პრობლემა ჰქონდეთ

- ევროპის ჩემპიონატის დაწყებას როგორი განწყობით ელოდებით?
- განწყობა განსაკუთრებულია, რადგან საქართველოში ევროპის ჩემპიონატის გამართვა დიდი მოვლენაა. იმედი გვაქვს, რომ ხალხი მოვა და გაგვამხნევებს. ბიჭებიც მობილიზებულები ვართ.

- მაინც რა შედეგს ელოდებით?
- წინასწარ ლაპარაკი ძნელია, მაგრამ დიდი სურვილი გვაქვს,
შედეგს მივაღწიოთ და ხალხი გავახაროთ.

- ბევრი ფიქრობდა: რადგან არაბიძე ეროვნულ ნაკრებში დააწინაურეს, 19-წლამდელებში აღარ ითამაშებსო...
- ძალიან არასწორად უფიქრიათ. საქართველოს რომელ ნაკრებშიც უნდა ვითამაშო, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და ბედნიერებაა. ამაზე უარს არ ვიტყვი! მით უფრო, რომ გიორგი ყიფიანმა გამომიძახა და ამ ნდობისთვის მისი მადლიერი ვარ.

- ევროპის ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთელისთვის თავის გამოჩენის საუკეთესო შანსია...
- ...და სწორედ ამ შანსისთვის ყიფიანს მადლობას ვუხდი. ვეცდები, ნდობა კარგი თამაშით გავამართლო. ან როგორ არ უნდა გინდოდეს ევროპის ჩემპიონატზე თამაში, როცა შეგიძლია, ამით შენს ქვეყანას სამსახური გაუწიო, დაეხმარო და სიხარული მოუტანო.

- როგორც ჩანს, თქვენი და გიორგი ყიფიანის ურთიერთობა დალაგდა...
- ეს მეც ძალიან მიხარია (იცინის). შემიძლია ვთქვა, რომ უკვე "ჯიგრული" ურთიერთობა გვაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Gio genacvale kai bichi xar da sakartvelos momavali imedi xar. Ert rchevas mogcem burtis migebis dros roca sivrce gak meti aige shen tavze da ramodenime mcvelis motkueba shentvis problemas ar warmoadgens, gushinac brwkinvale tamashi gkonda da aba warmatebebs gisurveb..o
Kaxa qartveli.
11:25 03-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული