პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.
მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.
28-ე წუთზე გოლის გატანა
40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!
მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.
56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.
64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...
ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.
74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...
მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
გამოჩნდა, რომ მეორე ტაიმის შუაწელში უკვე აშკარად დაღლილები ჩანდნენ ჩვენი ფეხბურთელები, ხოლო პორტუგალიელი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ კი თამაში ვერ დაალაგეს, რადგან აშკარად ჩქარობდნენ და უმარტივეს სიტუაციაში კარგავდნენ ბურთს. ნიჭიერი თაობა რომ მოდის ამ ასაკში ეს ამ თამაშშიც დამტკიცდა და მავანი რომ ლაპარაკობს სელექციაში დაშვებულ შეცდომებზე ე.ი. კიდევ სხვებიც არიან ამათზე არანაკლები:)ამ გუნდს კარგი მწვრთნელი და მეტი ფიზმომზადება სჭირდება და არა მგონია რომელიმე მოწინააღმდეგეს მოუხარონ ქედი. წარმატებებს გისურვებთ და ნებისმიერ შემთხვევაში ევროპას აჩვენეთ, რომ ქართველებმაც ვიცით ფეხბურთის თამაში.
ზოგადად კი არ მიყვარს რომ ამბობEნ წავაგეთ მაგრამ კარგად ვითამაშეთო, მარა ამ თამაშზე რა ვთქვა? ერთადერთი, რაშიც გვაჯობეს, უფრო თანაბარი შემადგენლობა იყო. და ალბათ გამძლეობაშიც.
არაბიძე არ მომეწონა. დაცვაში კი ბევეს მუშაობდა, მაგრამ მთლიანობაში მეტს ველოდი.