U19. "ტუტოსპორტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 8 ტალანტს შორის დაასახელა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდიდან თითო ტალანტი დაასახელა, რომელთაც, გამოცემის აზრით, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

იტალიელებმა ქართველ ფეხბურთელებში ასეთად თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს...

- გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესი ფინტი [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფის პირველ მატჩში პორტუგალიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ჩაკვეტაძემ კი მცირე ტრავმა მიიღო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის თქმით, შემტევ ნახევარმცველს მხოლოდ გადაღლილობა აღენიშნებოდა. თავად ფეხბურთელის თქმითაც, სერიოზული არაფერია, მხოლოდ მასაჟები დასჭირდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივლისს, შვედეთთან "მიხეილ მესხზე" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სად გავეცნოთ თამაშების განრიგს. ვინ, სად, რომელ დღეს და რომელ საათზე თამაშობს? არც ბუკლეტებია, ინტერნეტში უეფას გვერდზე, თუ არ შეხვედი ასე ცალკე გამოყოფილად, როგორც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, არაფერი არ დევს. თქვენ გვერდზეც ვერაფერს ვერ ნახავ მწირი, კომენტრის გარდა. ამავე დროს კი მოწოდებაა , , მოდით სტადიონებზე"
mvx
04 ივლისი 2017 11:25
0
ჯერ არ უნდა გაუშვას დინამომ და უკეთესს ფასად გაყიდის 1 წელიწადში!
დინამო
04 ივლისი 2017 11:17
0
ვინმემ, თუ იცის რატომ არ იყო ინგლისი - ბულგარეთის თამაშის ტრანსლაცია ტელევიზიით. რატომ იტყუება საზ. მაუწყებელი, რომ ყველა თამაში ვაჩვენეთო.
mvx
04 ივლისი 2017 11:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული