U19. "ტუტოსპორტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 8 ტალანტს შორის დაასახელა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდიდან თითო ტალანტი დაასახელა, რომელთაც, გამოცემის აზრით, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

იტალიელებმა ქართველ ფეხბურთელებში ასეთად თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს...

- გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესი ფინტი [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფის პირველ მატჩში პორტუგალიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ჩაკვეტაძემ კი მცირე ტრავმა მიიღო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის თქმით, შემტევ ნახევარმცველს მხოლოდ გადაღლილობა აღენიშნებოდა. თავად ფეხბურთელის თქმითაც, სერიოზული არაფერია, მხოლოდ მასაჟები დასჭირდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივლისს, შვედეთთან "მიხეილ მესხზე" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩაკვეტაძე მართლაც ქართული ფეხბურთის მომავალია და მალე იტყვის თავის სიტყვას საქართველოს ნაკრების და ზოგადად ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მართლაც ტალანტია და ასაკის მიუხედავად დღევანდელ საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ მაინც, ამ სტატიის სათაური და შინაარსი სხვადასხვაა. კერძოდ, სათაურში წერია : "ტუტოსპორტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 8 ტალანტს შორის დაასახელა, სტატიით კი ირკვევა, რეალურად დასახელებულია სუკეთესოდ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რადგან ყველა გუნდიდან დაასახელეს თითო ასეთი ფეხბურთელი ,,იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდიდან თითო ტალანტი დაასახელა, რომელთაც, გამოცემის აზრით, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. " მოდით რა მყვირალა სათაურებს თავი დაანებეთ და სტატიის შინაარსის შესაბამისი სათაური შეარჩიეთ, თორემ ამით არც იმ ბიჭს მოემატება რამე.
mamuka
08:42 05-07-2017
0
ჩაკვეტაძე მართლა მაგარი ბიჭია დღეს ყველაზე გამართულ ფეხბურთს ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებში ეგ თამაშობს და ტექნიკურიც არის მაგრამ საქართველოში თუ დარჩა ვეღარ განვითარდება აგერ ფიზიკურად ვერ მოამზადეს როგორც საჭიროა და სხვა რაზე...?! ფიფია მოიწვიე ძლიერი ბავშვთა მწვრთნელები უცხოეთიდან ნუ უსმენ შენ მრჩევლებს .......!!!
zaza
16:47 04-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული