U19. საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
5 ივლისს საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში შვედეთს ანგარიშით 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 31-ზე კი ბრწინვალე კონტრშეტევის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

მთლიანობაში, გიორგი ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ტაიმი ჩაატარა და შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა გიორგი არაბიძესაც, თუმცა ვერ გამოიყენა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა შვედეთს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა [VIDEO]

მეორე ტაიმის დასაწყისშივე შვედებმა სხვაობის შემცირება
შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ვიკტორ გიოკერსი გახდა.

ამის შემდეგ ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. ჯერ კოხრეიძის დარტყმა ასცდა მცირედით კარს, შემდეგ კი არაბიძეს დააკლდა სანტიმეტრები...

ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (88, ხუბაშვილი), ჩაკვეტაძე (86, არველაძე), ქოჩორაშვილი (71, საღრიშვილი), არაბიძე, ლაკვეხელიანი.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი
1. პორტუგალია 1 1 0 0 1-0 3
2. ჩეხეთი 1 1 0 0 2-1 3
3. საქართველო 2 1 0 1 2-2 3
4. შვედეთი 2 0 0 2 2-4

A ჯგუფის მეორე მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 დაიწყება, სადაც პორტუგალია ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
aleks 78-ს. აბსოლიტურად გეთანხმები. მოსაწესრიგებელია ბილეთების გაყიდვის არსებული ფორმაც. იქ კორუფციის ბუდეა აშკარად. თამაშის დაწყებისთანავე იხურება სალაროები, მაგრამ გონია ბილეთს ვერ იყიდი! კი მატონო, რამდენიც გინდა. მე სამსახურის გამო დავაგვიანე და მივედი თამაშის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე. სალაროები დაკეტილი იყო (ერთ სალაროში კი იჯდა მოლარე), თუმცა იქვე იდგა კარგად შემოსილი და მოვლილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელმაც შემომთავაზა ბილეთი და მეც ვიყიდე 2 ლარიანი 3 ლარად. თამაშის დამთავრების შემდეგ შევნიშნე თუ როგორ აბარებდა გაუყიდავ ბილეთებს ეს სუბიექტი მოლარეს ანუ გადამყიდველს, იმ ბილეთებში, რომელსაც ყიდდა, ფული არ ქონდა გადახდილი, გაუყიდავი ბილეთები დააბრუნა, მოგება კი გაიყო მოლარესთან. გადამყიდველები ყველგან არის, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ყველა ბილეთი გაყიდულია. აქ კი ფულის კეთების ახალი ფორმა გამოუგონიათ, იქვე ფედერაციის გვერდით. მე ეს ჩავიწერე და მალე გამოვაქვეყნებ. ბრავო კობი!!!!
gogi
06 ივლისი 2017 10:32
0
გილოცავთ ყველას და გისურვებთ შემდეგ წარმატებებს,თუმცა მინდა ვთქვა,რომ მე-2 ტაიმი ჩვენს აქტივში არ ჩაითვლება,რადგან იმის ხარჯზე,რომ მეტოქეს ფიზიკური ძალები მეტი ჰქონდა ბურთსაც უკეთესად აკონტროლებდა და უკეთესად შლიდა თამაშს ფლანგებზე ფიზიკა ჩვენი (ზოგადათ)დიდი პრობლემაა,ამდენს უკეთესი კლასის გუნდი არ გვაპატიებდა და მეტ ბურთს შეყრიდა მე-2 ტაიმში.ამინდის თვალსაზრისითაც გაგვიმართლა,წარმოვიდგინოთ,რომ წინა დღის სიცხე ყოფილიყო, ჩვენი ფეხბურთელები უბრალოდ ვერ გაინძრეოდნენ მე-2 ტაიმში და ერთია კიდევ;დისციპლინა,უაზროდ მოპოვებული ყვითელი ბარათები, ეს უკვე პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე მიუთითებს,რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.
sake
06 ივლისი 2017 09:41
0
ეგაა რო პეხბურთს ცოდნა უნდა რა მალი მალი აიჩემეთ ის დზან კარგად აკეტებდა ტავის საქმეს უბრალოდ იმ პლანგიდან ყავდათ შვედებს კაი მოტამაშეები პირველი იმიტო ვერ იტამაშეს ჩვენები დახლილები არ იყვნენ მეორესში დაიხალეს და შეექმნა მალს პრობლემები იმიტორო იმ პლანგიდან დზაან კაი პიზიკური მონაცემის პეხბურტელი იყო ორი. ორი ისინი და ერთი ქუცია რომელიც ბოლომდე არ იყო დახლილი
achi
06 ივლისი 2017 03:28
0
პირველი კომენტარი მოგონი მე და ვდებ და არ შემიძლია დაწყნარებული გულზე ერთიც არ დავწერო.აქ თამაში დილას დაიწყო(8სთ სხვაობა)და მის დამთავრების შემდეგ ასეთ ხასიათზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ.ეხლა მთავარია ჩეხების დამარცხება და ...ამ ბიჭებს სათანადო ყურადღება სჭირდებათ,ბურთის აზზე არიან და დანარჩენ ია დასახვეწი.ფიზიკა აუცილებლად მოსამატებელია და საერთოდ იქნებ ვინმე გენახათ კარგი სპეციალისტი,უფროსებსაც არ აწყენდათ
კახა ქირია
05 ივლისი 2017 23:55
0
ყოჩაღ და გენაცვალეთ ბიჭებო!!შესანიშნავად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა
YYY
05 ივლისი 2017 23:41
0
ყოჩაღ ბიჭებო!!!ჩეხეთს უარესს ვუზამთ და საერთოს ასეთი თამაში ჯერ ამ ტურნირზე არავის უჩვენებია შეგვიძლია არა მარტო გჯუფიდან გასვლის არამედ უფრო დიდი მიზნის მბიციაც გვქონდეს...ჩეხეთი პორტუგალიას ვინც უყურა ნახავდა რომ არაფერი ისეთი გუნდია ჩეხეთი რომ ასეთი თამაშით ვერ მოვუგოთ...უიმედოდ არამგონია ვინმე იყოს...ასე რო კრიტიკა ყველამ დაივიწყეთ და გულით ვუგულშემატკივროთ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს !!!!!!
levani zesta
05 ივლისი 2017 23:15
0
საღოლ ბიჭებს.
იმედია ფედერაციის წარმომადგენლები
გაითვალისწინებენ ხალხის ინტერესს და სტადიონის სალაროებში მოლარეებს დასვამენ და სტადიონის კარებსაც გააღებენ.
დღეს ორი კარი იყო ღია და 8000 კაცი იყო მოსული სტადიონზე.
aleks 78
05 ივლისი 2017 23:14
0
მალი მაგრა დაიღალა, მაგისწ ფლანგზე პრობლემები შეიქმნა, დღეს გადავრჩით, მარა ჩეხებთან? არადა კაი ბიჭია, მარა ფიზიკა არააქ, კუციამ სასიამოვნოდ გამაოცა, მაგარია. მოკლედ მალის ფრთა გასაძლიერებელია სასაწრაფოდ, რაღაცაა მოსაფიქრებელი
vaso
05 ივლისი 2017 23:12
0
ქუთათელაძე 17 წლისაა უკვე და ბალასტის ნაცვლად მისი მოსინჯვა აქაც შეიძლებოდა. პსჟ ტყუილად არავის უფორმებს კონტრაქტს.
murtalo
05 ივლისი 2017 23:09
0
ხომ უყურებთ ამ ბიჭებს.სირცხვილი არ არის მათ თამაშზე სტადიონი მესამედზეც არ იყოს შევსებული?გულშემატკივარი ვამბობთ:გვაჩვენეთ თამაში და მოვალთო.ხომ გვაჩვენეს.ახლა ჩვენი ჯერია მივიდეთ და გვერდით დავუდგეთ.
ბიჭე4ბს დიდი მადლობა თავდადებისათვის და ლამაზი თამაშისათვისმიეცით მათ გამტანი ცენტრალური თავდამსხმელი,სხვათა ტოლი ფიზიკური მომზადება და ყველა გუნდს დააჩოქებენ,შეიძლება ის ცენტრალური თავდამსხმელიც კი არ დასჭირდეთ.
ბიჭებს მომდევნო თამაშში ფიზიკურად გაძლებას და ნორმალურ მსაჯობას ვუსურვებ,უკეთეს დისციპლინასაც(რამდენიმე გაფრთხილება მაგის გამო მივიღეთ)და რა თქმა უნდა გამარჯვებას.ჩეხებს ხომ ფრეც აწყობთ.
სოსო
05 ივლისი 2017 22:25
0

სიახლეები პოპულარული