გიორგი ყიფიანი: მთავარია, მოვიგეთ და ახლა სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა შვედეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

"ჯგუფიდან გასასასვლელად, დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა, ამიტომ ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფეხბურთელებმა დღეს მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთეს და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

პორტუგალიასთან მატჩმა დაგვარწმუნა, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში და დღეს ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ახლა კი უკეთესი ფეხბურთის თამაშს ჩეხეთის ნაკრებთან ვეცდებით. დღეიდანვე ვიწყებთ მათთან მატჩისთვის მზადებას. საქმე რთულ მეტოქესთან გვექნება.

გიორგი არაბიძეს
უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი. გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუთავსოთ. არაბიძეში კომუნიკაბელურობის პრობლემას ვერ ვხედავ.

ისე კი, მთავარია, მოვიგეთ და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა - სხვაზე!", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
არ გვინდა ეხლა "პოფესორობა" არაბიძის თამაშის შესახებ. მისი ინდივიდუალიზმი სასარგებლოა. დანარჩენზე ტურნირის შემდეგ ვიკამათოთ...
tngh
05 ივლისი 2017 22:01
0
ვშიშობ, რომ ჩეხები და პორტუგალია ერთმანეთში უხვგოლიან ფრეს ითამაშებენ. ჩვენ მოსაგებად უნდა მოვემზადოთ ჩეხებთან.
tngh
05 ივლისი 2017 21:49
0
მევრთNელი მიხედავს თითოეულ ფეხბურთელს, ტქვენ მხოლიდ ეხლა მხარი დაუჭირეთ, არ გვინდა არავისი კრიტიკა! ყიფო ყოჩაღ, არაბიძე ყოჩაღ და საერთოდ ყმღელი გუნდი ყოჩაღ!!' მოგებას გისურვებთ!
misminet
05 ივლისი 2017 21:45
0
ჩემი აზრით არაბიძე გუნდის მუხრუჭია.ამას შახტარშიც ხვდებიან და ამიტომაა რომ მთავარ გუნდში არ ათამაშებენ.მე მეშინია რომ მაგან თავის მაქსიმუმს უკვე მიაღწია და მეტად ვერ გაიზრდება.
თემო
05 ივლისი 2017 21:27
0
ვშიშობ, რომ ჩეხები და პორტუგალია ერთმანეთში უხვგოლიან ფრეს ითამაშებენ. ჩვენ მოსაგებად უნდა მოვემზადოთ ჩეხებთან.
tngh
05 ივლისი 2017 21:26
0
არაბიძე დზაან ზედმეტად იღებს თავის თავზე თამაშს და კარგავს ხოლმე ბურთს.ამას მიაქციეთ ყურადგება
butxa
05 ივლისი 2017 20:59
0

სიახლეები პოპულარული