გიორგი ყიფიანი: მთავარია, მოვიგეთ და ახლა სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა შვედეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

"ჯგუფიდან გასასასვლელად, დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა, ამიტომ ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფეხბურთელებმა დღეს მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთეს და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

პორტუგალიასთან მატჩმა დაგვარწმუნა, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში და დღეს ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ახლა კი უკეთესი ფეხბურთის თამაშს ჩეხეთის ნაკრებთან ვეცდებით. დღეიდანვე ვიწყებთ მათთან მატჩისთვის მზადებას. საქმე რთულ მეტოქესთან გვექნება.

გიორგი არაბიძეს
უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი. გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუთავსოთ. არაბიძეში კომუნიკაბელურობის პრობლემას ვერ ვხედავ.

ისე კი, მთავარია, მოვიგეთ და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა - სხვაზე!", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
buxrika-ს არავინ დაობს რომ ფეხბურთი N1 სპორტის სახეობაა,მაგრამ ქართული ფეხბურთის(ამ ბიჭებს არ ვგულისხმობ)ყურებას შენი ასე ირონიულად ნახსენები ჭოკით ხტომის ყურება მირჩევნია!და შენ ისე კატეგორიულად წერ, რომ ფეხბურთის აკადემიკოსი თუ არა ,ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთის პროფესორი მაინც იქნები!
tazo
13:50 06-07-2017
0
მე დავწერე და კიდევ დავწერ. თამაშსაც ვუყურე სხვათა შორის. შენი რჩევები ნაკლებად მჭირდება. თუ შეგიძლია არგუმენტები დადე აბა რომელი გოლი იყო დახაზული კომბინაციის ან გააზრებული შეტევის შედეგი? არცერთი. ორივე გავიტანეთ მეტოქის შეცდომის ხარჯზე და ეს არის სიმართლე. მეტოქე როცა ასეთ შეცდომას არ უშვებს ჩვენც ძალიან იშვიათად გაგვაქვს გოლი. ეს არის რეალობა. მერსედესს და ჟიგულს რაც შეეხება, ზოგი ჟიგულიში რომ ზის ჰგონია მერსედესში ზის, თან მაიბახში. გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ და კიდევ, ამათზე არანაკლებ პერსპექტიულები იყვნენ ყენია, ჭანტურია, დღემდე პერსპექტიულია ანანიძე, ქინქლაძეზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ იყიდეს მეორადი ბეემვე და ამის შემდეგ ჩრდილში სირბილიც კი ეზარებოდათ. მაზოხისტებმა თავი დაანებეთ რაგბს, უყურეთ ფეხბურთს და იყავით ბედნიერები
fraternity
14:00 06-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული