გიორგი ყიფიანი: ჩვენ რობოტები არ გვჭირდება!

AutoSharing Option
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო-შვედეთის მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

5 ივლისს, "მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლიეს და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

- U19. საქართველო-შვედეთი 2:1 - თამაში, რომელსაც გადატრიალება შეუძლია [VIDEO]

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- დიდი მადლობა ჟურნალისტებს! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენსავით ნერვიულობდა. ამიტომ ყველას გილოცავთ! ეს გამარჯვება ყველასია! ჯგუფიდან გასასვლელად შვედეთთან მოგება იყო საჭირო. თოთოეულმა ფეხბურთელმა საამისოდ ყველაფერი გაიღო და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა,
რთული თამაში იყო, მაგრამ ეს ევროპის ჩემპიონატია...

- დღევანდელ შეხვედრაში უკეთ გამოჩნდა გუნდის შეტევითი პოტენციალი, ვიდრე პორტუგალიასთან. ეს მეტოქის დონემ განაპირობა?
- ჯგუფში 4 თანაბარი ძალის გუნდია. ფეხბურთელების მიმართ მინდა გამოვხატო პატივისცემა - პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ყველა ვფიქრობდით, რომ უკეთ შეგვეძლო თამაში, მოთამაშეებმა კი საკუთარი თავის ირწმუნეს და თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.

- გვაქვს რესურსი, რომ ხარისხი თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ?
- ახლა მთელი ყურადღება ჩეხეთთან მატჩისთვის მომზადებას დაეთმობა და უკეთ თამაშს ვეცდებით. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ძალების აღდგენა შევძლოთ და თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- შემდეგი მატჩი საკმაოდ ძლიერ ჩეხეთთან გველის და გუნდი ძალების აღდგენას მოასწრებს?
- ჩვენ თანამედროვე აპარატურა და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, ძალები რომ აღვიდგინოთ, თუმცა ეს მაინც თითოეული ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- ეპიზოდებში არაბიძე გუნდური ფეხბურთიდან ხომ არ იყო ამოვარდნილი?
- არაბიძეს, ჩაკვეტაძესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს საკუთარი ხელწერა აქვს. შესაძლოა, გიორგის რამდენჯერმე უფრო მარტივად შეეძლო თამაში, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ არაბიძე მატჩიდან იყო ამოვარდნილი. გიორგიმ შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უბრალოდ, მე მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი.

გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუხამოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არა რობოტები, არამედ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გამოადგებიან.

- არაბიძესთან ურთიერთობა რთულია?
- ჩემს გუნდში არავის აქვს განსაკუთრებული პრიორიტეტი. რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ჩემთან ან თანაგუნდელებთან ურთიერთობა უჭირდეს.

- რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. გუნდში დისციპლინის პრობლემაა?
- დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, ფეხბურთი ემოციური თამაშია და მიმაჩნია, რომ ეს ბარათებიც ემოციების ფონზე მივიღეთ.

- ჯგუფიდან გასვლის შანსზე რას იტყვით?
- შანსები ნამდვილად არის. ჩვენი მიზანი უცვლელია - საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის.

კლას ერიკსონი, შვედეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა ან ზედმეტად ვნერვიულობდით და სწრაფი გოლი გავუშვით. მეორე ნახევარში უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა საქართველომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ ასაკში უმაღლესი დონის ტურნირზე ვთამაშობთ და უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა, ჩვენ კი კონცენტრაცია დაგვაკლდა. მიზანი ნახევარფინალში გასვლა იყო, რადგან ჯგუფში 4 თანაბარი დონის გუნდია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ქართული ფეხბურთი მუდამ გამოირჩეოდა ძლიერი იდივიდუალისტებით, თუმცა მაღალ შედეგებს ვერ ვაღწევდით. ახალკაცმა შეძლო ინდივიდუალიზმი გარკვეულ წილად დაექვემდებარებინა გუნდური თამაშისთვის, რითაც გახსოვთ იმ დროის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო გუნდი შექმნა მაღალი შედეგებით. თუმცა გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მას მუდამ საყვედურობდა, რომ ის ქართულ ფეხბურთს კლავდა. ახლა მინდა გიორგი არაბიძის შესახებ გამოვთქვა აზრი, ვისაც გიორგი მერებაშვილის ახალგაზრდობის წლები ახსოვს, როცა დინამოში თამაშობდა ყველა ვფიქრობდი, რომ ის დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ მოძებნა ოქროს შუალედი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის და ვერ გამოავლინა თავის შესაძლებლობის მაქსიმუმი და არ მიწყინოს თამაშობს საშუალო დონეზე საშუალო გუნდებში. დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი არაბიძე ამ შეცდომას არ გაიმეორებს. ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას, რომელიც მოედნის ცენტრში ბურთის თრევით ნამდვილად არ მიიღწევა სხვა ამბავია საჯარიმოში და ფრთაზე ინდივიდუალურად კაცის მოტყუება პასის მიცემა ან კარში დარტყმა. მაგრამ ეს უფრო მწვრთნელების სფეროა და აქ ქომაგის არაპროფესიანალური აზრის გამოთქმისთვის ბოდიშ ვიხდი კომენტარის მკითხველის წინაშე.
gizog
06 ივლისი 2017 11:44
0
მალადეც გიორგი კარგი გუნდი გააკეთე არ უნდა დაიშალოს ეს გუნდი. მიხედეთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს და ესენი თავის სიტYვას იტყვიან მომავალი ამათია.ვაისმა ამ ბიჭებით შეავსოს ნაკრები მაინც ვერ გადიან ჯგუფიდან ესენი კი გამოცდილებას მიიGებენ.
vako
06 ივლისი 2017 11:40
0
მალადეც გიორგი კარგი გუნდი გააკეთე არ უნდა დაიშალოს ეს გუნდი. მიხედეთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს და ესენი თავის სიტYვას იტყვიან მომავალი ამათია.ვაისმა ამ ბიჭებით შეავსოს ნაკრები მაინც ვერ გადიან ჯგუფიდან ესენი კი გამოცდილებას მიიGებენ.
vako
06 ივლისი 2017 11:39
0
არაბიძემ თუ პასების მიცემა არ ისწავლა,გახდება ნული...
status quo
06 ივლისი 2017 11:38
0
ყოჩაღ ბიჭებო! ასე გააგრძელეთ! არმეგონა ასეთი თაობა თუ მოდიოდა,მთავარია გაგრძელონ შრომა და თგვენგან 4-5 ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს,ძალიან კარგი იყო ჩანკვეტაზე,კუცია,არაბიძე. არაბიძეს მწვრთლენმა უნდა აუხსნას მეტი გუნდური თამასია საჭირო,წარმატებას გისურვებთ
დავიდუსი
06 ივლისი 2017 10:52
0
მიდით ბიჭებო გენაცვალეთ, ,,თქვენს უკან სამშობლო,საქართველოა!
როგორც ბელადი იტყოდა: ,,სიმართლე ჩვენს მხარესაა ჩვენ გავიმარჯვებთ"
დათო
06 ივლისი 2017 10:51
0
ერთსა და იმავეს ვიმეორებ: ინდივიდუალები ქმნიან ფეხბურთში ამინდს, მაგრამ თუ არაბიძე ყოყოჩობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი ადგილი ნაკრებში არ უნდა იყოს და ახალგაზრდობით ამის გამართლება არავის სჭირდება.
zurab
06 ივლისი 2017 10:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული