U19. საქართველო VS ჩეხეთი - ქუდზე კაცი!

AutoSharing Option
დღეს, 8 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ჩეხ თანატოლებთან ჩაატარებს.

შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს 3-3 ქულა აქვთ და სწორედ მათ დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს ნახევარფინალისტის ვინაობა. ნაკლები გატანილ-გაშვებული გოლების გამო, გიორგი ყიფიანის გუნდს მიზნის მისაღწევად მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ჭაბუკებს მხარდაჭერა სავსე ტრიბუნებიდან ჰქონდეთ. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ და
სტადიონის სალაროებში იყიდება.

- გიორგი ყიფიანი: მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის!

საქართველოს ნაკრებმა წინასამატჩო ვარჯიში ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე ახალგაზრდა ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს შეხვდა და გადამწყვეტი მატჩის წინ გაამხნევა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906", თბილისი);
მცველები: დავით კობოური ("დინამო", თბილისი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი), ალექსანდრე კახიძე ("ინტერ ალფა", მოსკოვი), ლუკა ლაკვეხელიანი ("საბურთალო", თბილისი), თომა ხუბაშვილი ("საბურთალო", თბილისი), შალვა ბურჯანაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე ("დინამო", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("საბურთალო", თბილისი), თემურ ჩოგაძე ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო", თბილისი), ვატო არველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა).

- რამდენად კარგად იცნობ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს?

A ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ერთმანეთს ლიდერი პორტუგალიისა და ბოლოადგიოსანი შვედეთის 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი. III ტური
თბილისი, "მიხეილ მესხი"
საქართველო-ჩეხეთი 20:00

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00.

ა გ თ მ ფ წ ქ
1. პორტუგალია 2 2 0 0 3-1 6
2. ჩეხეთი 2 1 0 1 3-3 3
3. საქართველო 2 1 0 1 2-2 3
4. შვედეთი 2 0 0 2 2-4 0
მკითხველის კომენტარები / 45 /
მეკარე დამაჯერებლად არ დგას, ნერვიულობა ეტყობა და სუსტ გოლს მივიღებთ. ორივე ბურთი მის ნამუსზეა, რაც კი აიღო, რომ გაეშვა, მისი შეცდომა იქნებოდა. მისი არამდგრადობა, შვედებტან გაშვებულ გოლზე გამოჩნდა და იგივე გაიმეორა, თავის კუთხეში გაუსვა ბავშური გოლი. არაბიძე კი მაშინ აათამაშეს, როცა არაქათი გამოელიათ. კვლავ ქართული ეგოიზმი გამოჩნდა. მწვრთნელიც ბავშურ ფეხბურთს თამაშობს, ემოციებზე აგებულ ქაოსურ ფეხბურთს. ალბათ ამიტომ ითხოვდნენ ქუდზე კაცს, თან 2 ლარით ხელში და თავისას მიარწიეს კიდევაც.
aki vtkvi
08 ივლისი 2017 22:26
0
ერთ თამაშს მოიგებენ ყველას იმედი გაგვიჩნდება და მერე ისევ წაგება წაგება წაგება და ასე უსასრულოდ .......
burusa
08 ივლისი 2017 21:08
0
ასეთი ფეხბურთი იყო 100 წლის წინ. დღეს ამას ბალეტი ჰქვია. ბურთი რამდენიც გინდა, იმდენი კენწლე, თუ უბურთოდ ორთაბრძოლებისვ გეშინია, დღეს თამაშს ვერ მოიგებ. ჟინი დღეს ფინტებზე მეტს ფასობს.
ggg
08 ივლისი 2017 20:52
0
2 ლარზე რომ წუწუნებთ 50000 ლარით რა ჯიბეები უნდ გაისქელონ ეგ ვის ეყოფა. ევროპაში უფასო იმიტომაა რომ დაინტერესებაა შედარებით ნაკლები, ისინი მიჩვეულები არიან დიდი ფეხბურთის ყურებას. ჩვენ არ ვართ მიჩვეულები. ყოფილიყო უფასო და სტადიონზე ვისი ვისაში იქნებოდა ვერ გაიგებდით. მერე დაიწყებდით ალბათ ორგანიზება ვერ გაუწიეს ამ ....... ერთი სიტყვით თქვენნაირებისთვის სალაპარაკო არ დამთავრდება, ყურება გინდათ წადით და უყურეთ, თუ არ გინდათ არავინ გაძალებთ და ნუ იბოღმებით
boghmebs
08 ივლისი 2017 18:46
0
........ 2 ლარი შენ და ფედერაციას. გატყობ წილში ზიხარ ამ 2 ლარში.
tnghs
08 ივლისი 2017 18:21
0
ეს გამარჯვება ახლა ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას - ჰოკეი ტურნირიც რომ იყოს, მაინც უნდა მოვუგოთ ჩეხებს... წავედი მე ახლა და ერთი ოცი ლარიც მიდევს ჯიბეზე - ათი წუწურაქა ჩემზე იყოს....
მსქროლავი ტროლი
08 ივლისი 2017 18:17
0
ბიჭებო თქვენ გგონიათ რომ სათანადოდ ხართ
მომართული? არ გეგონოთ, თქვენ რასაც ფიქრობთ ის მონდომება არ გეყოფათ, ორჯერ და მეტად შემართებით, ქართული სისხლი გააღვიძეთ. თავივი ჩააკალით, თუ გინდათ თქვენ და ჩვენ რაღაცას ვეღირსოთ... წინ...
tengizi
08 ივლისი 2017 18:17
0
აბა თქვენ იცით!
-შეუტიეთ! არ დაზოგოთ,გაანადგურეთ! თავბრუ დაახვიეთ,გააქიაქეთ! შანსი არ დაუტოვოთ. მე აქ ვარ არაფრის შეგეშინდეთ.
ბ_-
08 ივლისი 2017 17:00
0
ბოღმის "ბუკეტებმა" გუნდი, რომ ვერ დაიწუნეს, მხოლოდ ბილეთის ფასზე დარჩათ სალაპარაკო... გაგვახარეთ ბიჭებო!!!
tngh
08 ივლისი 2017 16:24
0
შანსზე ერთის თქმა შეიძლება. მეკარე არადამაჯერებლად დგას. ნერვიულობა ემჩნევა და დაზღვეული არ ვართ სუსტი გოლისგან. ისევე არ არის საიმედო მარცხენა მცველი. მართალია მონდომება და ჯიგარი არ აკლია, მაგრამ სიდინჯეში, რომელიც მცველს უნდა უპირველესად ახასიათებდეს, მოიკოჭლებს. არაბიძეს კი სამწუხაროთ, თვითონ ბიჭები იგნორირებენ და ისე არ ეწყობიან, როგორც შახტარის ახალგაზრდულ გუნდში. ამ დროს ამ თამაშში, წარმატების გასაღები არაბიძის ხელშია. ამას თვით მისი თანაგუნდელებიც გრძნობენ და იგნორიც აქედან მოდის. ხოლო რაც შეეხება ჩეხებს, ეს ისეთი გუნდია, რომ შეუძლია, ქართველების ეს ხინჯები, თავის სასარგებლოთ გამოიყენოს.
achi-ს
08 ივლისი 2017 15:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული