U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი შაშინკამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორეც გაგვიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.

ამ დროს მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანს მალევე დაუბრუნდნენ.
იხილეთ მატჩის
ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვება იზეიმა, ორჯერ კი მარცხი იწვნია და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთთან: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკოლოზ მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (თემურ ჩოგვაძე, 82), დავით სამურკასოვი (ვატო არველაძე, 67), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი, 72), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი არაბიძე.
მკითხველის კომენტარები / 31 /
წავაგეთ,სამწუხაროდ წავაგეთ.ჩეხებმა ალალად მოგვიგეს და ალალია მათთვის ნახევარ ფინალი,მაგრამ დიდად გულდაწყვეტილი მაინც არა ვარ,ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი ამოცანაა მოახდინოს მთავარი ნაკრების შემვსებთა შორეული სელექციადა თანდათაბ მოამზადოს ისინი ნაკრებისათვის.ამ ნაკრებში აშკარად გამოჩნდა რამდენიმე ბიჭი,რომლებიც მალე უკვე ნაკრებშიც გამონდებიან.პრობლემაც იგივეა,რაც დიდ ნაკრებში,ფიზიკური მომზადება და გამტანი ფორვარდის არ ყოლა.პირველი პრობლემა მუდმივია საქართველოს ისტორიაში,ხოლო მეორეპერიოდულად გადაიჭრება ხოლმე რაღაც დროით და შემდეგ კონკრეტული ფეხბურთელის არ ყოფნის პირობებში კვლავ იჩენს თავს.ამიტომაცშეიძლება ითქვას,რომ ორივე პრობლემა სისტემური ხასიათისაა და სისტემურად უნდა გამოსწორება..
კონკრეტულად ამ თამაშში კი ვფიქრობ განწირულები ვიყავით,ჩვენს ნაკრებს აღარ ჰქონდა თამაშის გაძლიერების რეზერვი,ჩეხებს კი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე მომატება ნამდვილად შეეძლოთ.ჩეხების მწვრთნელმა სწორად განსაზღვრა,რომ სტანდარტულების დროს ქართველები დაცვაში კარის წინა სივრცეს დატვირთაბდნენ ხალხით,რათა გაცილებით მაღალი ჩეხებისათვის პირდაპირ კარში დარტყმის საშუალება არ მიეცათ,ამით ისარგებლეს ჩეხებმა და ბურთს აწვდიდნენ შორეული ძელის უკანა ზონაში,სადაც ჩვენი მცველები ზონას დაუცველს არცენდნენ და შუაში შედიოდნენ.სწორწდ იქიდან გაიტანეს ორივე გოლი ჩეხებმადა თამაშის ბედი გადაწყვიტეს.ჩვენ შეტევაში ცენტრ თავდამსხმელის არ ყოლაში შეგვეძლო სტანდარტებით გვესარგებლა,გარღვევებით შევსულიყავით დასარტყმელ პოზიციაზე ან შორიდან დაგვერტყა,მაგრამ არც ერთი არ გამოვიდა.სტანდარტებში ჩვენი მაღლები ვერ იგებდნენცეხებთან ბრძოლას,რადგან ისინი პრაქტიკულად ყველა მაღალია,გარღვევებს დროს ჩეხები სწორად უკეტავდნენ ჩვენებს შეტევის მიმართულებას და დარტყმის ზონას,როცა ეს არ გამოსდიოდათ,უხეშობდნენ,მაგრამ არაბიძეს ამ ტურნირზე,აშკარად არეული ჰქონდა სამიზნე ჯარიმების დროს,მსაჯს კი დაფიცებული ჰქონდა,რომ თუ ჩეხები თოფს არ გვესროდნენ,გაფრთხილებას არ მისცემდა,სორეული დარტყმებიც ვერ შევძელით,რადგან ჩეხების შუა ხაზი ძალიან კომპაქტურად და მჭიდროდ გვეთამაშებოდნენ და არ გვაძლევდნენ დარტყმის საშუალებას,თუმცა არც ჩვენები იკლავდნენ შორიდან დარტყმის სურვილით თავს.ეს თამაში ჩეხების მწვრთნელმა მოიგო ტაქტიკურად თავის ვიზავისთან,მაგრამ რაც ვნახეთ, ვიმეორებ,მათ ჩვენზე მეტი რესურსი ჰქონდათ და უნდა მოეგოთ კიდეც.მიუხედავად წაგებისა ჩვენ ბიჭებზე საყვედურს ვერ ვიტყვი,ითამაშეს ვაჟკაცურად და ღირსეულ მეტოქესთან ღირსეულად დამარცხდნენ,რასაც ვერ ვიტყვი იმ რამდენიმე ვითომ გულშემატკივარზე,უფრო სწორად ვიგინდარაზე,რომლებიც თავისი არსებობის გამართლებას ყოველ ასეთ დიდ ფორუმზე ვიღაცის შეურაცხყოფით და უზრდელობით ცდილობენ.მე კახელი ვარ და ვირისაგან ყროყინი ან წიხლი არ გამიკვირდება,მაგრამ იმ ვირებს მერე კარგად მოხვდებათ ხოლმე და ალბათ უპრიანია ადამიანის სახიან ვირებსაც ასევე მოვექცეთ,ან კიდევ ფინანსურად მივარტყათ კარგი ჯარიმა.
საქართველოს ნაკრები ძირითადად სამი სპორტსკოლის აღზრდილებისაგან შესდგება და წარმოიდგინეთ რა კარგი იქნება თუ უმაღლესი ლიგის ყველაგუნდის ფეხბურთის აკადემია გამართულად ამუშავდება,ერთმანეთთან ჭიდილში ეს ბიჭები გაცილებით სწრაფადაც განვითარდებიან და საკლუბო ფეხბურთის დონეც მაღლა აიწევს,მხოლოდ მათი გაყიდვის ასაკი აუცილებლად უნდა შეიზღუდოს,რათა არ გაგრძელდეს ის მარაზმი,რაც ახლა ხდება.თუ ეს ბიჭები თუნდაც 21 წლამდე საქართველოში ითამაშებენ,სათამაშო პრაქტიკაც სრულფასოვანი ექნებათ და მათი გაყიდვით კლუბები გაცილებით მეტ სარგებელსაც ნახავენ,შესაბამისად ყველა მოგებული დარჩება.
სოსო
23:35 08-07-2017
0
ეს ტამასჰი რო სჰეხებს მოსაგები კონოდა ვერ მოგვიგებდნენ სატურნირო მდგომარეობიტ ვამბობ. პირველ ნომრად ტამასჰიტ ვერ მოგვიგებდნენ, მცრტვნელების ჯახი სჰეხმა მოიგო ფეხბურტის ტამასჰიტ დიდად არ უჯობნიატ. უხესჰობიტ ხისტი ტამასჰიტ მოიგო.ამ ბიჯებმა გამოასჰინა ტუ სად უნდა დაიხარჯოს სახელმციპო ფული. საფეხბურტო აკადემიები სადაც იკნება სატანადო მედიცინა კვება მცრტვნელები. 15 16 ბიჯებს რეგიონებსჰი ტიტკმის პატრონი არ კავტ უსახსრობის გამო. ნატელი მაგალიტია კოხრეიდზე როგორი პატარა ტანის ბიჯი და რა მებრზოლი ჯინიანი რომ არა საბურტალო დგეს ალბატ ფეხბურტელიც არ იკნებოდა. ტანმაგალი არველადზე რაც გვკავს ხედავტ ტრაკი მიუსჰვირა ბურტს მერბზოლი ბისჰ იმ ბურტს არ დაარტკმევიებდა.
emzari
10:25 10-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული