გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

"დღეს რთულ მატჩს ველოდით. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა  და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. რამდენიმე გამონათების გარდა, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა...

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩეხეთმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინასწარ ვიცოდი, რომ არაბიძეზე და ჩაკვეტაძეზე დიდი
ყურადღება ექნებოდათ გამახვილებული და მაქსიმალურად ეცდებოდნენ მათ ჩაკეტვას, ამიტომ მეორე გეგმაც გვქონდა შემუშავებული, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორეში კი თქვენც ნახეთ, რომ ჩაკვეტაძეს და არაბიძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. უბრალოდ, დღეს გვაჯობეს და ჩვენივე შეცდომების ხარჯზე მოგვიგეს. ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგი, დალაგებული ფეხბურთის თამაში, გულშემატკივართა გახარება და მათ ეს უკვე ვუთხარი. მომავალში, მათ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში, რომ დღეს სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა იყო. სამწუხაროდ, ვერ გავედით და როგორც მწვრთნელი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

ერთი იცოდეს გულშემატკივარმა: მწვრთნელები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფეხბურთელები ადგილზე რჩებიან და ქვეყნისთვის თამაშობენ. ამ მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. გააგრძელეთ მათი მხარდაჭერა და კიდევ ბევრჯერ გაგახარებენ", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 96 /
შენ თავზე იღებ ჩვენ რა, მთელ ერს მოუკალით გული, ან მრჩეველი არ გყავს ან უბრალოდ კეთილმოსურნე გულშემატკივარი რომ ეთქვათ შენთვის ტაქტიკა შეცვალეთო, არ იცოდი რომ ჩეხები შეგისწავლიდნენ ზედმიწევნით თქვე ახვრებო, ახლა გინდა შენ თავზე აიღე გინდა კობიაშვილის და მუჯირის გასივებულ თვეზე. რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ ფული როგორ იშოვონ... კალაძემ არაფერი გირჩია შე საცოდაო, თუნდაც ის თუ როგორ უნდა მიიღო ორი ბურთი საკუთარ კარში,,,ერთი თქვენი და თქვენ ხელში ე.წ. ქართული ფეხბურთისაც.
პირ
10 ივლისი 2017 09:31
0
ფეხბურთელის ფიზმომზადებასთან ფედერაცია არაფელშუაშია აქ ყველაფერს საფეხბურთო სკოლებში სწორი აღზრდა წყვეტს ფულს ირებ იმაში რო ფეხბურთელი აღზარდო და მერე სარფიანად გაყიდო ხო ესეა ხოდა შე დალოცვილო გააკეთე საქმე წესიერად და პროფესიონალურად შენცხო დარჩები მოგებული.ანდა არსებობს მეორე გზა გერმანულ სოციალისტურის ნარევი სახელმწიფო იღებს თავისტავზე სკოლების აშენებასაც და დაფინანსებასაც.საბჭოეთში ამას სკოლაინტერნატებს უძახოდენ ან სპეციალიზირებულ საფეხბურთო სკოლებს.
qutaiseli
10 ივლისი 2017 09:25
0
თამაში რომელიც წააგო მწვრთნელმა..წადი რაა..
rezi
10 ივლისი 2017 09:22
0
ძალიან მარალინტელექტუალური მზერაა! ძალიან პასუხისმგებლიანი!
კოტე
10 ივლისი 2017 03:05
0
ყიფო შენი დანიშვნა აღვსაჯანას მაგივრად თავიდანვე შეცდომა იყო.პასუხისმგებლობის შენს თავზე აღება ის არის, რომ ვაჟკაცურად ადგები და წახვალ და არა სიტყვების რახა-რუხით გაგვიჭედავ ყურებს.თქვენი არაპროფესიონალით ბავშვებს ნუ ღუპავთ!სად არის ახლა ფედერაცია?რას აპირებს?იქნებ ვინმემ გაგვცეს პასუხი!!
ვახო
10 ივლისი 2017 02:48
0
ეს არის მწვრთნელი? თბილისში 2-0 მოგვიგეს, ობიექტურად, სწორი ტაქტიკით და გუნდური თამაშით? აბა მეტი რა არის მწვრთნელი?

მარტო მარცხის შემდეგ უნდა იძახოს პასუხისმგებლობა ავიღეო თუ თუ პასუხისმგებლობით უნდა მოამზადოს გუნდი?
levani
10 ივლისი 2017 02:38
0
კოცჰაგ ბიცჰებს და მცვრტნელებს.გილოცავტ. ასეტი კარგი გუნდი,დიდი ხანია არ გვკოლია. ასე გააგრდელეტ.ცარმატებებს გისურვებტ.
zura
10 ივლისი 2017 01:42
0
გაგებით ვეკიდები სპორტალ.გე თქვენს გადაწყვეტილებას რომ არ უშვებთ ჩემს კომენტარს პასუხისმგებლობის განმარტებაზე. იმეღია თქვენ მაინც გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა
დავით 67
10 ივლისი 2017 01:19
0
ამ გუნდიდან რამოდენიმე კაცი პირველ ნაკრებში უნდა მოიწვიონ.ჩვენ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია და გამოცდილებას მაინც მიიღებენ.მე საქართველოში არ ვცხოვრობ და მთლად ისეთი ჩახედული არ ვარ,მაგრამ თითქმის ყველა კომენტარში წერენ ქავთარაძეზე და რატომ არ მოიწვია,მითუმეტეს თავდამსხმელი ყოფილა?!და პირველ ნაკრებში ხარაიშვილი მიიწვიონ კიდევ,მაგ ბიჭზეც ბევრი მსმენია.დროა ახალი სისხლი გადაისხას მთავარ გუნდში
კახა ქირია
10 ივლისი 2017 00:51
0
დღევანდელი ფეხბურთი 80% ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. 6 დღეში 3 ამხელა თამაში ვერ გაქაჩა ბიჭებმა, რაც სულაც არ არის მათი ბრალი! ეს გამოჩნდა შვედებთან მე-2 ტაიმში და ფაქტიურად აღდგენა ვერ მოხერხდა. ესაა და ეს! ნაკრების 2 დღიან იტერვალში ამის მიღწევა ყიფიანს კი არა არანაირ მწვრთნელს არ შეუძლია დედამიწაზე! ამას ძალინ დიდი შრომა და ძალისხმევა, თან ცოდნა და გამოცდილება სჭიერდება! საუბედუროდ ამის არც სპეციალისტებიც გვყავს და მატერიალურ ტექნიკური ბაზაც. ისე ყველარი ამაოა. სულ ასე იქნება, 1-2 თამაში და კრახი...იმტომ ვერ ქაჩავენ ჩვენი ფეხბურთელები ევროპაში... კალაძეს ლობანოვსკის სკოლა ჰქონდა გავლილი და იმით გაქაჩა 10 სეზონი იტალიაში...+ დიდი შრომის მოყვარეობა და მონაცემები. ასე რომ, ცოტა სერიოზულად შევხედოთ პრობლემას, აქ კონკრეტულ გვარებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს............
fan
10 ივლისი 2017 00:49
0

სიახლეები პოპულარული