გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

"დღეს რთულ მატჩს ველოდით. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა  და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. რამდენიმე გამონათების გარდა, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა...

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩეხეთმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინასწარ ვიცოდი, რომ არაბიძეზე და ჩაკვეტაძეზე დიდი
ყურადღება ექნებოდათ გამახვილებული და მაქსიმალურად ეცდებოდნენ მათ ჩაკეტვას, ამიტომ მეორე გეგმაც გვქონდა შემუშავებული, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორეში კი თქვენც ნახეთ, რომ ჩაკვეტაძეს და არაბიძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. უბრალოდ, დღეს გვაჯობეს და ჩვენივე შეცდომების ხარჯზე მოგვიგეს. ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგი, დალაგებული ფეხბურთის თამაში, გულშემატკივართა გახარება და მათ ეს უკვე ვუთხარი. მომავალში, მათ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში, რომ დღეს სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა იყო. სამწუხაროდ, ვერ გავედით და როგორც მწვრთნელი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

ერთი იცოდეს გულშემატკივარმა: მწვრთნელები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფეხბურთელები ადგილზე რჩებიან და ქვეყნისთვის თამაშობენ. ამ მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. გააგრძელეთ მათი მხარდაჭერა და კიდევ ბევრჯერ გაგახარებენ", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 96 /
კობიაშვილი ვიციტ რომ ცესიერი ადამიანია, მაგრამ გუნდი კავს რომელსაც ასაკობრივი ნაკრებები პირადი ამბიციის და მატერიალური კეთილდგეობის ჭრილში ყავს დანახული, ეს არც ,,სალერი,, არც ,,აუდი,,და არც ,,საბურთალოა,, ეს ქვეკნის სახეა, ქვეყნის ნაკრები!
nikusha
09 ივლისი 2017 16:01
0
მერე რას შველის საქმეს მისი პასუხისმგებლობა. ჩვენ არა გვყავს ტვინგახსნილი მწვრთნელები. თავად როცა არ იციან სხვას რა უნდა ასწავლონ.
დემე
09 ივლისი 2017 15:04
0
ბიჭებზე ენა არ მომიბრუნდება რამე საყვედური ვთქვა. ბოლომდე იბრძოლეს და მადლობა ამისთვის, რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობის გრძნობიანი და თავმდაბალი ბიჭები ჩანან და ეს მაიმედებს. იმედია არ შეიცვლებიან. დანარჩენი ყველაფერი იქნება. ტაქტიკას რაც შეეხება მაგაში ჩეხების მწვრთნელმა მართლაც გვაჯობა.
B-52
09 ივლისი 2017 14:40
0
მოწინაღმდეგეს როდესაც ფრეც აწყობს მაშინ სხვა ტაქტიკით უნდა ეთამაშო მწვრთნელის ბრალია ამ თამაშის წაგება და არაა ფეხბურთელების არასწორად დაგეგმა თამაში
giorgi
09 ივლისი 2017 14:40
0
ჩეხეთი ჩვენზე ძლიერია,ამას რომ ვერ ხვდება მწვრთნელი?!.. ჩვენს ფეხბურთელებს ყველა ასაკში ფიზ. კონდიციები და ტაქტიკური დისციპლინა ძალზე დაბალია. დაღლისგან მოედანზე ითიშებიან, ვეღარ აზროვნებენ.ბურთის უაზროდ გორება წარსულს დიდი ხანია ჩაბარდა. სამწუხაროდ ვ. არველაძეს და ზოგიერთს კოჭებში არ ეტყობათ დიდი ფეხბურთი ითამაშონ.
GUSANI
09 ივლისი 2017 14:20
0
ბიჭებს რომ დაცვისკენ მიერეკებოდი შეტევის ნაცვლად მაგის ბრალია. დაბალ კობახიძეს ნავესებს რომ უკეთებდნენ რატო არ შეცვალე ტაქტიკა? არველაძე გვარის გამო ათამაშე? იტოგში ჩეხმა მწვრთნელა მოგიგო რა ტაქტიკით თორე მაგაზე უკეთესი ბავშვები გყავდა
ბებეტო
09 ივლისი 2017 14:19
0
რა გჭირთ ხალხო? კაცმა თვის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ყველა შედგა კომენტარებში!!! ვაისმა თამაში ვერ მოიგო და არც პასუხისმგებლობაზე გაუგიჟებია თავი, იმაზე არფერს წერთ!!!! ეგრეა, კაცი ალალად რომ აღიარებს დაბალ ღობედ აღიქვავენ! მალადეც თქვენ!!!
goga
09 ივლისი 2017 14:08
0
რატომ ვთამაშობთ ერთი კაცით წინ ყოველთვის!? გინდა ახალგაზრდულში, გინდაც "ძველგაზრდულში"? არ გვყავს ისეთი თავდასხმები რომ მარტომ, ინდივიდუალურად შექმნას ყველაფერი (გატანას აღარ ვიძახი)... დაახმარე რა შე დალოცვილო მეორე კაცი! ჩემის აზრით არაბიძეს რომ შეეცვალა პოზიცია და შემოეწია შუაში, უფრო კაი იქნებოდა... სხვა რა გზა გვაქვს, ვუსურვოთ ისევ და ისევ წარმატებები, იმედია ფიზ მონაცემებსაც დავხვეწავთ ნელ-ნელა...
დათა
09 ივლისი 2017 13:23
0
მემგონი ყიფო ცენტრში ლოჩოშვილი, ქაფიანიძე და თავდასხმის ცენტრში ქავთარაძე რომ ყოფილიყვნენ ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა.
ოთხი-ხუთი ფეხბურთელი დიდი არაფრით გამოუჩენიათ თავები თავიანთ კლუბებში: ჩოგაძე, საღრიშვილი, ბურჯანაძე,კახიძე და ხუბაშვილი. აი ეს ფეხბურთელები ჩემი სზრით იყვნენ ზედმეტნი 18 კაციან განაცხადში. მაღლა ნახსენებ ფეხბურთელებს არაფერი ამით არ დააკლდებათ კარიერაში და შენს ადგილას სპორტულ ბოდიშს მოვუხდიდი და გავამხნევებდი. წარმატებები ბიჭებსაც და სამწრთვნელო შტაბსაც.
ggg777
09 ივლისი 2017 12:50
0
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის 8 გუნდში მონაწილეობა უკვე წარმატებაა. ამიტომ ბიჭებს მადლობა. ორი რაღაც არის გამოსასწორებელი რაც დავინახე: მეტოქესთან ხისტი თამაშია საჭირო, რასაც ევროპული გუნდები აკეთებენ რომ მოწინააღმდეგემ ბურთი ვერ მიიღოს და დამუშავოს, თამაში ვერ იგრძნოს და ფსიქოლოგიურად გატყდნენ. მეორე, კუთხურიდან ბურთის ჩამოწოდება ზოგადად ქართული სენი გახდა. პირველივე მოთამაშეს თავში რომ არ გაარტყა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, ძალიან რთულია ამის გაკეთება? როგორ უნდა კუთხურების ჩაწოდება ჩეხეთმა კარგად დაგვანახა.
დათო
09 ივლისი 2017 12:33
0

სიახლეები პოპულარული