გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

"დღეს რთულ მატჩს ველოდით. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა  და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. რამდენიმე გამონათების გარდა, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა...

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩეხეთმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინასწარ ვიცოდი, რომ არაბიძეზე და ჩაკვეტაძეზე დიდი
ყურადღება ექნებოდათ გამახვილებული და მაქსიმალურად ეცდებოდნენ მათ ჩაკეტვას, ამიტომ მეორე გეგმაც გვქონდა შემუშავებული, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორეში კი თქვენც ნახეთ, რომ ჩაკვეტაძეს და არაბიძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. უბრალოდ, დღეს გვაჯობეს და ჩვენივე შეცდომების ხარჯზე მოგვიგეს. ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგი, დალაგებული ფეხბურთის თამაში, გულშემატკივართა გახარება და მათ ეს უკვე ვუთხარი. მომავალში, მათ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში, რომ დღეს სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა იყო. სამწუხაროდ, ვერ გავედით და როგორც მწვრთნელი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

ერთი იცოდეს გულშემატკივარმა: მწვრთნელები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფეხბურთელები ადგილზე რჩებიან და ქვეყნისთვის თამაშობენ. ამ მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. გააგრძელეთ მათი მხარდაჭერა და კიდევ ბევრჯერ გაგახარებენ", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 96 /
ჩეხებმა ისეთი გუნდური დაცვა ითამაშეს არ იყო ცარიელი სივრცეები, ფიზიკურადაც მაღლები და ძლიერები იყვნენ, ასე რომ არა უშავს მთავარია ივარჯიშონ ფიზიკურად რომ მომაგრდნენ და ყველაფერი კარგად იქნება
zura
09 ივლისი 2017 12:13
0
საწყენი არაფერია
ცოდნით, ტაქტიკით და ფიზმომზადებით გვაჯობეს.
ჩვენაც გავიზრდებით.
ის ხომ ვიცით რომ ხელოვნურად წაგვაგებინეს პორტუგალიასთან? ჰოდა გვეყოს ვაი-ვიში, ვიღაც წააგებს, ვიღაც მოიგებს.
Jango
09 ივლისი 2017 12:11
0
კარგი ნაკრები დაბალი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელის და უნიათო ფედერაციის ხელში დაგვეჩაგრა, თუ მსაჯობით და თუ უხეში, ელემენტარული საფეხბურთო ტაქთიკის გამო. ერთი ფედერაციის ბრალია მეორე მწვრთნელის, და ორივე ერთად ფედერაციის, რომელიც მინისტრის კერძო ფილიალია,
vaso
09 ივლისი 2017 11:59
0
ეს მწვრთნელი ვინც დანიშნა მგონი ჯობია იმან აიღოს პასუხისმგებლობა, ამ გუნდს საერთოდ გუნდობის არაფერი ეტყობოდა, დამოკიდებული იყო 2 ინდივიდუალისტზე...
დინამო
09 ივლისი 2017 11:30
0
ჩეხების მწვრთნელი უფრო ჭკვიანი და თავისი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა,თორემ ფეხბურთელები ჩვენებს არაფრით ჯობდნენ...პრობლემა მწვრთნელთა არაკომპეტენტურობაა..ასეთი ფეხბურთელები გყავდეს და ვერ გამოიყენო ნიშნავს რომ არა მწვრთნელობა შენი საქმე...
nikola
09 ივლისი 2017 11:09
0
მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის, მაგრამ ხომ ვიცოდით რომ თუ პირველ გოლს ჩვენ გავიტანდით ჩეხებს მაშინ შეიძლება მეორე და მესამე გოლიც გაეშვათ, მაგრამ მოხდა საპირისპიროდ და დავმარცხდით,ხომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძესა და არაბიძეს ხანდახან მაინც მოენაცვლათ ადგილები, ხომ შეიძლებოდა რომ საჯარიმოში ბურთების ჩაკიდების ნაცვლად სხვა გზები ეძიათ შეტევის გასაგრძელებლად-ეთამაშათ პენალტის დასადებად.მე მგონია რომ ჩეხების მწვრთნელმა სუფთად გაიმარჯვა
მურთაზი
09 ივლისი 2017 10:54
0
დღევანდელი წაგება არის მთლიანად მწვრთნელის "დამსახურება". შეტევისას ცენტრში არასდროს არავი ნარ იდგა და ინგლისური V-სებურად იდგნენ, წვეტით საკუთარი მოედნისკენ. მარტო ერთი ცენტრფორვარდის იემდად და მის უკან არავინ არ იდგა.
საბა
09 ივლისი 2017 01:32
0
chexetis mtvrnels gadashifruli hkonda sakartvelos nakrebis tamashi da stori taktikit itamashes, raz magal profesionalizmze metkvelebs, rasaz ver vitkvit kifianze, sheizleboda am tamashis mogeba, stori taktika, rom aerchia, ras vizamt profesionalizmi gvaklia, ikneb shezdomebze istavlos.
duru
09 ივლისი 2017 01:20
0
გვარის გულისათვის დანიშნეთ ეს უვიცი, ჰაბიტუს შეხედეთ.
დავითი
09 ივლისი 2017 00:56
0
ყიფო შენ გენაცვალე!ვენაცვალე შენს გუნდს! ყველას კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ რა გუნდი ჩაიბარე და დღეს კი ღირსეული მეტოქეობა გვუწიეთ ჩვენზე გამოცდილ ქვეყნებს!გაიხარე და უდიდესი წარმატებები შენს ბიჭებთან ერთად! მოედანი გაავსეთ დამსახრებულად! კაცური კაცი ხარ, გაიხარე ძმაო!
გულშემატკივარი!
09 ივლისი 2017 00:54
0

სიახლეები პოპულარული