სირცხვილი! ფაქტი, რის გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვა [VIDEO]

AutoSharing Option
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ყველაფერი შაბათს გაირკვა: სამწუხაროდ, "მიხეილ მესხზე" საქართველომ ჩეხეთს ვერაფერი მოუხერხა, 0:2 დამარცხდა და ნახევარფინალში ვერ გავიდა.

- U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 - სტანდარტული ტკივილი [VIDEO]

მაგრამ არანაკლებ სამწუხარო, უფრო სწორად - სამარცხვინო, იმ ხალხის ქცევა იყო, რომელთა გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვია. 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს დასავლეთ ტრიბუნასთან აღნიშნა, ამით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარმა კი მოედანზე სხვადასხვა ნივთი ისროლა.

რა ესროლეს და ვის? ეს ეპიზოდი ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის "ტვიტერის" გვერდზე დადებულ
ფოტოზეც კარგად ჩანს. ჩვენი ინფორმაციით კი, ტრიბუნიდან ორი მობილური ტელეფონი და პლასტმასის ბოთლი ისროლეს. ცხადია, ეს ნივთები მატჩის კომისარს მიუტანეს. ერთ-ერთი მათგანი არბიტრს, დანიელ მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენს მოხვდა თავში. თამაში რამდენიმე წუთით სწორედ ამის გამოც შეწყდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, თამაში გაგრძელდა და მშვიდობიანადაც დასრულდა, უსიამოვნებები წინ გველის - მომხდარის გამო უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად დასჯის (დიდი ალბათობით, ფინანსურადაც), ოღონდ რა სახის იქნება ეს სასჯელი, რა ვადით, ანდა რამდენი იქნება ფინანსური სანქცია, ჯერჯერობით უცნობია.

ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება, ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ, მაგრამ ის, ვინც ეს ჩაიდინა, ვერ ხვდება, რამხელა ზიანი მიაყენა თავის ქვეყანას, რომელსაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების უფლება დიდი მცდელობისა და შრომის ფასად დაუჯდა. შესაძლოა, სხვა დროს ამხელა პატივი აღარ დაგვდონ. ადამიანურ ენაზე ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი!

აბსოლუტურად ვეთანხმები ფეხბურთის იმ გულშემატკივარს, რომელმაც ეს პოსტი გამოფინა:

"აღარ არის უკვე გასაკვირი, რომ საფეხბურთო მატჩებს "პაპუასებიც" ესწრებიან. ისინი ისროდნენ ავსტრიასთან, სერბებთან, ისროლეს გუშინაც! ესროდნენ 19 წლის ბავშვებს! სროლის მიზეზი? მათ გოლი გაიტანეს და ზეიმობდნენ? არ აქვთ გოლის გატანის უფლება და მერე სიხარულის გამოხატვის?!

სად არის ის ხალხი, ვინც ისროდა, რომლებიც ქვეყანას მუდმივად არცხვენენ?! საერთოდ რა სასჯელი დაედოთ "პაპუას-მსროლელებს" ავსტრია-სერბებთან თამაშების შემდეგ?! არ დაისაჯნენ, არ იცის საზოგადოებამ, ვინ გვარცხვენს და გრძელდება "პაპუასური" გამოხდომები, რომელიც უკვე ტრადიციული ხდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 50 /
რა უნდა ამის გაგებას. ნასროლი მობილურიდან ამოიგონ კარტა და ეგრევე გაიგებენ ვინ არის ის საკონელი.
gogi
10 ივლისი 2017 14:55
0
ასი პროცენტით ვეთანხმები სამტრედსკის შეიძლება რომელიმე აქ მწერალმა ისროლა ის საგნები მოედანზე მარა ჩვენ ხო საკუთარ თვალში დირეს ვერ ვხედავთ სამაგიეროდ სხვისაში ბეწვს გაგიხარიათქვა.
guka
10 ივლისი 2017 13:49
0
დასაჯეთ სამაგალითოდ !!! მართალია დღეს ჩვენ ფეხბურთს არ უდგას ოქროს ხანა,მაგრამ ეს რა საქციელია?! წაგება თუ არ იცი მოგების გემოს ვერ გაიგებ! ამ ახალგაზრდების იმედი მაქვს და წარმატებებს ვუსურვებ...
დავითი
10 ივლისი 2017 13:49
0
კაით ეხლა ორღობის ჭორიკნებივით ნუ იქცევით ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩანს ეს ყველაფერი უფრო უარესებიც ხდება მაღალი დონის თამაშებზე ისე კი იმ მსაჯმა ყვითლები რო დაუგვიანა ჩეხებს ამან უფრო ხელ ფეხი გაუხსნა ხისტ თამაშში ამიტომ არ უნდა ეხლა ვითომ აქ მწერლები ყველაზე პატიოსნები ვართ.
samtredski
10 ივლისი 2017 13:46
0
არ ვამართლებ ასეთ საქციელებს, მაგრამ უეფამ რა თქმა უნდა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩეხი ახალგაზრდები რატომღაც პროვოკატორებივით აღნიშნავდნენ გოლის გატანას.
guri
10 ივლისი 2017 13:44
0
რათ უნდა კამერა და სტუარდის დანახვა. ორი ტელეფონი ისროლეს და პატრონის ნახვას რაღა უნდა. ძალიან დიდი ჯარიმა და მომდევნო თამაშების შემდეგ სტადიონის დალაგება სასჯელი და ეგაა.
H
10 ივლისი 2017 13:29
0
ეს სპორტული საიტია და არა რომელიმე პარტაქტივის. შენი პოლიტიკური ვნებები მიტინგებზე დაიკმაყოფილე, აქაურობას ნუ აბინძურებ!!!!!!
პროვოკატორს!
10 ივლისი 2017 13:11
0
არ შეუშვათ სტაფიონზე .... და არ შევრცხვებით მსოგლიო მასშტაბით.არ შდუშვათ .... სტადიონზე და აღარ გამოიტანს არავინ ნაცისყურ ბანერებს თუნდაც უდროო დროს და ასე.შ.ნეფთჩისთან მატჩი გავიხზენოთ და ბურსასფორთან თუ არ ვცდები
ბაჩო გ
10 ივლისი 2017 13:02
0
წინა თაობას გემახსოვრებათ, დინამოზე წუთიერი დუმილის დროს, ერთმა უსინდისომ დაიღრიალა,რაც იმ უბედურს მაყურებელმა (ნამდვილმა) გაუკეთა, მგონი მისი მოდგმაც კი აღარ ჩაიდენს რამე მართლსაწინააგმდეგოს.აი ასეთი მაყურებელი ყავდა დინამოს.
ქართველი
10 ივლისი 2017 12:55
0
თუ ორი ლარი დაადეს ფასი ბილეთს,მაშინ დინამო არენა_ზე უნდა ჩაეტარებინათ თამაში.ძლივს მივახწიე ბავშვებით სტადიონზე,და ძლივს გამოვაზწიე სტადიონიდან.არაორგანიზებულობის ბრალია ყველაფერი,არაორგანიზებულობა უკვე ქვეყნის და ჩვენი ხელწერა გახდა.რაც შეეხება ნაკრებს,ღმერთმა ხელი მოუმართოს ბიჭებს,წააგეს,მგრამ სირსხვილი არ გვაჭამეს,პირიქით მათ მოგვაბრუნეს ფეხბურთისკენ.
levan
10 ივლისი 2017 12:42
0

სიახლეები პოპულარული