ჩვენი ინფორმაციით, ლაშა დვალსა და "რედინგს" შორის მოლაპარაკება ქართველმა მენეჯერებმა წამოიწყეს, ინგლისელები კი დაინტერესდნენ.
ლაშა "რედინგის" 18-წლამდელების გუნდში ვარჯიშობდა და საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა, რომელსაც "რედინგის" მთავარი მწვრთნელი ბრაიან მაკდერმოტი თავის ასისტენტებთან ერთად დაესწრო და 17 წლის ქართველი ბიჭი ძალიან მოეწონა.
ეგაა, შეხვედრისას ლაშა მცირედ დაშავდა, სამი დღე ვერ ვარჯიშობდა და საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მაკდერმოტმა დატოვა - სამედიცინო შემოწმების
ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მართალია, დვალი ჯერ 17 წლის არის და "რედინგი" ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებს, მაგრამ სამედიცინო შემოწმებას კონტრაქტის გაფორმებამდე უტარებენ.
მიზეზი? კლუბში იციან, რომ დვალს კიევის "დინამო" კონტრაქტს სთავაზობს, სადაც ტესტირებაზე ერთი თვის წინათ იმყოფებოდა.
უკრაინელებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თავად ევროპაში თამაში სურს, შანსიც გაჩნდა და რატომაც არა? ინგლისელებს კი სურთ დარწმუნდნენ, რომ სპორტულ მონაცემებთან ერთად, ჯანმრთელობაც ხელს უწყობს.
თუმცა, ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ამასობაში ზუგდიდის "ბაიადან" წამოვიდა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, აწ უკვე 19-წლამდელთა შემტევი ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი.
ჩვენი ინფორმაციით, ახვლედიანს ნიკა ჭანტურიასა და დავით ჯიქიასთან ერთად შესთავაზეს გერმანულ "ფრაიბურგში" გასინჯვა. მანამდე ავსტრიულ "რედ ბულში" იყო, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში, მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესში" იწვევენ და თუ სავიზო პრობლემები მოგვარდა, ახვლედიანს არნემში ორ კვირაში ელიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლაშა დვალი ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებულ "რედინგში" ისინჯება
17-წლამდელების მომავალი: მეკარეები გუნდებში დაბინავდნენ, ლაშა დვალი ინგლისს ელის
დაღუპავენ ეს ძალათ მენეჯერები ამ ბიჭებს.