ორივე გოლი ბაჩო არაბულმა გაიტანა და გუნდს ჯგუფში მეორე ადგილი და ელიტრაუნდის საგზური მოუტანა.
არაბული ქართველმა გულშემატკივარმა 2010 წელს, თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის დროს გაიცნო: მაშინ კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო და 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა - პოლონეთთან და ინგლისთან. 19-წლამდელებში კი 2 შეხვედრაში თავი ასევე ორჯერ გამოიჩინა.
ეს გოლები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშის
"ტრავმის შემდეგ პირველი გოლი სომხების კარში ამხანაგურ შეხვედრაში გავიტანე და ძალიან გამიხარდა, მაგრამ ხორვატიაში ჩატარებულ შესარჩევ ციკლში, თანაც გადამწყვეტ მატჩში, ისლანდიასთან შესრულებული დუბლი სულ სხვა მნიშვნელობის არის. ამან საკუთარი ძალების რწმენა დამიბრუნა", - ამბობს არაბული.
არაბული ტრავმის პერიოდს იხსენებს:
"17-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლის შემდეგ ჩემით ინგლისური "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა და გასინჯვაზე მიმიწვიეს. ვარჯიშზე ისეთი მეგავარსკვლავები ვნახე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.
მერე კიევის "დინამოშიც" ვივარჯიშე, მაგრამ ელიტრაუნდზე გამგზავრებამდე 3 დღით ადრე 17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე ცუდად დავეცი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი - მუხლი დამიზიანდა.
დიდი ხანი ვმკურნალობდი. რეაბილიტაცია დავასრულე, ვარჯიში დავიწყე და იმედი მქონდა, რომ ფორმას აღვიდგენდი, მაგრამ გადიოდა თვეები და ძველებურად არაფერი გამომდიოდა.
ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი იყო. იმედიც დავკარგე, მეგონა, ძველებურად ვეღარ ვითამაშებდი და ერთი ხანობა იმაზეც ვფიქრობდი, უფეხბურთოდ რა უნდა გამეკეთებინა.
ამ აზრთან შეგუება ყველაზე მტკივნეული იყო, მაგრამ ბევრი ადამიანი დამეხმარა, მამხნევებდნენ და კახა კაჭარავამაც რომ მომიწვია, მისმა ნდობამ ძალიან გამახარა.
მერე და მერე უკეთ ავთამაშდ., ხორვატიაში შესარჩევი ციკლის მატჩებმა კი ძალიან კარგად იმოქმედა".
ბუნებრივია, ტრავმის გამო "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი გამოირიცხა. ბაჩო ახლა "საბურთალოში" ვარჯიშობს და თამაშობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე ახალ კლუბში გადავა:
"სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა და იყო ლაპარაკი, რომ "საბურთალო" ზამთრამდე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ან პირველი ლიგის გუნდში გამანათხოვრებდა, მაგრამ იმედია, "საბურთალოში" კარგად მოვემზადები და ზამთარში უცხოეთში წავალ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ისლანდია 2:0 - საქართველო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია!
საქართველო-აზერბაიჯანი 1:1 - ფრე და დარჩენილი იმედი
ხორვატია-საქართველო 2:0 - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მასპინძლებთან დამარცხდა
ბაჩანა არაბულმა ვარჯიში დაიწყო, ტრავმა და "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი უკან დარჩა...
ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით