საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწარე მარცხი მინსკში

AutoSharing Option
უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მეტად წარუმატებლად გამოვიდა. გიორგი დევდარიანის გუნდის მაქსიმუმი რვაგუნდიან გათამაშებაში მხოლოდ ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილი თუ იქნება.

24 იანვარს ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლიტვას შეხვდა, რომელმაც საწყის ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ბელგიასთან მარცხით დაიწყო, მასპინძელ ბელორუსთან მოპოვებულმა გამარჯვებამ ჩვენს 17-წლამდელებს ჯგუფში გამარჯვებისა და ფინალში გასვლის გარკვეული შანსი გაუჩინა. საამისოდ საჭირო ბალტიელთა დამარცხება და ბელორუსის ბელგიასთან გამარჯვება იყო.

საქართველოს ნაკრები ლიტვასთან შეხვედრაში უპირობო ფავორიტად
მიიჩნეოდა, მაგრამ კონტრშეტევებზე მოთამაშე მეტოქესთან, მოულოდნელად, დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

25 იანვარი. მინსკის საერთაშორისო ტურნირი
საქართველო-ლიტვა 0:3
0:1 რომანოვსკი (55), 0:2 შეგჟდა (75), 0:3 შეგჟდა (80)
საქართველო: ქურდაძე, ველიაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ხარაიშვილი, რუხაძე (53. კანდელაკი), კერძევაძე, ბერიძე (58. ჩაბრაძე), ზარანდია, რ. ჭანტურია
მწვრთნელი: გ. დევდარიანი
ლიტვა: პუკასი, იურევიჩუსი, სადაუსკასი, სპეტინისი, ზალეცკისი (60. პეჩულისი), კერშულისი (47. სკურატოვიჩი), შიმკუსი (54. პუჩინსკასი), ბარეიკისი, პუზარა (68. იანუტავიჩუსი), რომანოვსი (76. სტონკუსი), შეგჟდა
მწვრთნელი: ვ. ვაშკუნასი
გაფრთხილება: მარგველაშვილი

რასაკვირველია, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ რომელ ადგილს დაიკავებს გუნდი მსგავსი რანგის ტურნირზე, მაგრამ მინსკში ნაჩვენები შედეგი გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი ხომ კარს არის მომდგარი.

ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველოს ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს. მაინც დავიტოვოთ იმის იმედი, რომ ჩვენი გუნდი მოკლე დროში შეძლებს ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ელიტრაუნდში  კარდინალურად განსხვავებულ შედეგს აჩვენებს.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ბელორუსს 3:2 სძლია. სამმა გუნდმა 3-3 ქულა დააგროვა, მათ შორის კი ბურთების ყველაზე უარესი სხვაობა საქართველოს ნაკრებს აღმოაჩნდა და ამის გამო ჩვენი გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 3 3 0 0 7-4 9
2. ბელორუსი 3 1 0 2 5-5 3
3. ლიტვა 3 1 0 2 3-4 3
4. საქართველო 3 1 0 2 4-6 3

მეორე ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთმა უკრაინას 1:0 აჯობა და ფინალში გავიდა, ხოლო ლატვიამ მოლდოვას 2:1 სძლია.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 3 3 0 0 12-1 9
2. უკრაინა 3 2 0 1 9-2 6
3. ლატვია 3 1 0 2 4-9 3
4. მოლდოვა 3 0 0 3 1-14 0

26 იანვარი ტურნირის დასკვნითი დღეა. ფინალში ერთმანეთს ბელგია და რუსეთი შეხვდებიან, ბელორუსი და უკრაინა მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, ლიტვა და ლატვია მეხუთეადგილოსანს გამოავლენენ, საქართველო და მოლდოვა კი ერთმანეთს ბოლოსწინა ადგილს შეეცილებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველმა 17-წლამდელებმა მასპინძელ ბელორუსებს შანსი არ დაუტოვეს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული