საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს, ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო მონაწილეობა თერთმეტმეტრიანების სერიაში.

თუკი ნოდარ აკობიას გუნდმა პირველი შეხვედრა მოიგო, 18 აპრილს ქართველები პენალტებში დამარცხდნენ.

ბულგარეთთან მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი შეასრულა ბიძინაშვილმა, ერთი გოლი კი ჯობავას ანგარიშზეა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში მასპინძელმა ბულგარელებმა 6:5 გაიმარჯვეს.

ტურნირის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 აპრილს, კვიპროსთან გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთს პენალტებით აჯობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული