ნოდარ აკობიას გუნდი (1997 წელს დაბადებულები) წლეულს მეორე საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს. აპრილში აკობიას გუნდმა ბულგარული შეჯიბრება მოიგო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აკობიას აზერბაიჯანში შემდეგი ფეხბურთელები მიჰყავს:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - საბურთალო);
მცველები: ვასილ კაციტაძე, ანდრო ნემსაძე (ორივე - დინამო, თბილისი), რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია (ყველა - საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა, ქობულეთი);
ნახევარმცველები: ნიკა ქორიძე (35-ე სკოლა), ნიკა ლაშხია (ზესტაფონი), ირაკლი ბიძინაშვილი, გურამ
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი წივილაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ჩიხურა, საჩხერე), ბექა მიქელთაძე (ზესტაფონი), გიორგი ზარია (35-ე სკოლა), გიორგი ჯობავა (ოსერი, საფრანგეთი).
"კასპიის თასი" 29 მაისს იწყება. ტურნირის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდები ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადაანაწილეს.
A ჯგუფი: აზერბაიჯანი, აშშ, ყირგიზეთი
B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი
C ჯგუფი: თურქეთი, უზბეკეთი, იორდანია
D ჯგუფი: ურუგვაი, იაპონია, ტაჯიკეთი
(თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორ-ორი საუკეთესო გადის)
ტურნირის კალენდარი
29 მაისი
თურქეთი - იორდანია
ურუგვაი - ტაჯიკეთი
აზერბაიჯანი - ყირგიზეთი
ბულგარეთი - ყაზახეთი
30 მაისი
აშშ - ყირგიზეთი
ყაზახეთი - საქართველო (სტადიონი "ბაილი". დასაწყისი 18:00 (თბილისის დროით)
იორდანია - უზბეკეთი
ტაჯიკეთი - იაპონია
1 ივნისი
უზბეკეთი - თურქეთი
იაპონია - ურუგვაი
აზერბაიჯანი - აშშ
საქართველო - ბულგარეთი
2 ივნისი
მეოთხედფინალები (ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის)
3 ივნისი
ნახევარფინალები
4 ივნისი
პლეი ოფი მეხუთე ადგილისთვის
5 ივნისი
მატჩი მესამე ადგილისთვის
ფინალი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნამდვილი ჩემპიონი საქართველოა, გამარჯვება კი ბულგარეთმა და თურქეთმაც იზეიმეს
საქართველოს 17-წლამდელები ბულგარეთიდან დაბრუნდნენ