ვასილ მაისურაძე: გია ცეცაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა ვასილ მაისურაძეს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გია ცეცაძის გუნდის შანსებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, შარშან მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში ითამაშა.

რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობას 20 ივლისს, ფრანგ თანატოლებთან მატჩით დაიწყებს.

- რამდენიმე საათში 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. როგორი მოლოდინით ხვდებით, მითუმეტეს შარშან თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა?
- ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება, ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა
ნამდვილად დიდი შედეგია მთელი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის და გულშემატკვირებისთვის.

ყოველდღიურად თვალს ვადევნებ ჩვენი ფეხბურთელების მზადებას. ნაკრებს ეტყობა, რომ გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მათ დიდი შედეგის მიღწევა შეუძლიათ.

- თქვენ მიერ გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრებიდან, რომელმაც სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ამ გუნდში სამი ფეხბურთელია გამოძახებული, რას იტყვით ამ მოთამაშეებზე?
- არამხოლოდ სამი ფეხბურთელია ასაკით პატარა, ვგულისხმობ ლაშა დვალს, ნიკა ჭანტურიას და სანდრო გურეშიძეს, არამედ 1996 წელს დაბადებული ლუკა ზარანდიაც 19 წლამდელთა ნაკრებშია.

სამწვრთნელო შტაბმა ასე გადაწყვიტა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში ამ ფეხბურთელების რესურსი გამოეყენებინა. დვალი და ჭანტურია ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებენ და ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა.

- როგორ შეაფასებდით შანსებს, ვის თვლით ჩემპიონატის ფავორიტად?
- ესპანეთი ერთერთი მთავარი ფავორიტია, თავისთავად საფრანგეთიც. ბევრს საუბრობენ თურქ ფეხბურთელებზეც. პირველ ეტაპზე ჩვენთვის ძლიერ მეტოქედ საფრანგეთი ითვლება. მითუმეტეს, პირველ თამაშში წარმატება ბევრს ნიშნავს.

მართალია ჯგუფიდან ორი ნაკრები გადის, მაგრამ სასტარტო შეხვედრას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მინდა გავამხნევო სამწვრთნელო შტაბი, ბიჭები და ყველას წარმატება ვუსურვო.

- შემოდგომიდან თქვენი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. დაიწყო თუ არა მზადებმა გუნდმა თბილისში გასამართი შესარჩევი რაუნდისთვის?
- გადახალისებული შემადგენლობით პირველი შეკრება ბელორუსში გვქონდა და ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ ადგილობრივ ნაკრებთან (1:1) და ისრაელთან (0:0).

სხვადასხვა მიზეზების გამოს ათი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მოგვეცა შესაძლებლობა ასაკით უფრო პატარა მოთამაშეები წაგვეყვანა. შეიძლება ითქვას, რომ მათი მონდომებით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, ისინი მომავალში ჩვენი გუნდის წევრი იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბევრი თამაში არ გვაქვს დაგეგმილი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პოლონეთს ვუმასპინძლებთ და ორ შეხვედრას ჩავატარებთ. სავარაუდოდ, გასვლითი მატჩებიც გვექნება.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო VS საფრანგეთი - თქვენ იცით, ბიჭებო!
"ლელოს" სტუმარი ვასილ მაისურაძე - წარმატების ფორმულა
ვასილ მაისურაძე: დღეს ყველაზე მეტად გუნდურობა გვჭირდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატარები კარგია მაგრამ სხებსაც გადახედეტ სულ ერტი იგივე რომ აგკავტ.ასეტია ჰვენი ფეხბურტი მიეცი კველას გამოჰენის საჰვალება.ნუ პროფესორობტ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული