ნიკა ჭანტურია: სერბებს კარგად ვიცნობთ და იმედიანად ვართ განწყობილნი

AutoSharing Option
23 ივლისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს ევროპის ჩემპიონატზე თით­ქ­მის გა­დამ­წყ­ვე­ტი მატ­ჩი აქვს. 19 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე სერ­ბეთს ვე­თა­მა­შე­ბით, რო­მე­ლიც სა­მი ქუ­ლით ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტმა გია ცეცაძის გუნდის მცველის, ნიკა ჭანტურიას მატჩისწინა კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ფრანგებთან განვლილ შეხვედრასა და მომავალი მატჩის მოლოდინზე საუბრობს.

ნიკა ჭანტურია:
"ფაქტია, რომ დასაწყისში გაგვიჭირდა, რადგან მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ. ფრანგების თამაში სამწვრთნელო შტაბთან ერთად გვქონდა გარჩეული და ვიცოდით, როგორ ფეხბურთელებთან მოგვიწევდა დაპირისპირება.

მეორე ტაიმი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ და ეს თამაშსაც დაეტყო, რადგან
არაფერი დაგვითმია და პირიქით, მოგებაც შეგვეძლო.

რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავთ. სტილით საფრანგეთის ნაკრებისგან განსხვავებული გუნდია და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს
.

ვიცით, რომ რთული თამაში გვექნება. მათი ნაჩვენები შედეგი თავად მეტყველებს ამ გუნდზე და ისედაც, ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით ვერ მოხვდებოდნენ.

სერბებს კარგად ვიცნობთ, იმედიანად ვართ განწყობილები და მოგება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ. თუმცა, ყველაზე მთავარია, მწვრთნელის დავალება 100 პროცენტით შევასრულოთ... თავდადება და მონდომება რომ არ გვაკლია, ამას ყველა ხედავს.

ასევე, წინა თამაშზე მაღალი ხარისხის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ცოტა უნდა გაგვიმართლოს - ესაა ფეხბურთი.

საფრანგეთთან, ალბათ, პირველი თამაშის ფაქტორმაც იმოქმედა; მარტო ჩვენზე არა, მოწინააღმდეგეზეც... თავისებური დაძაბულობა და მღელვარება მაინც იგრძნობოდა.

რადგან პირველი ბარიერი მშვიდობიანად გადავლახეთ, ლოგიკურად, სულ უფრო და უფრო უნდა მოვუმატოთ".

gff.ge

ასევე იხილეთ:
U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული