შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ფრანგებთან 0:0 ითამაშეს, სერბებმა კი თურქეთს 2:1 მოუგეს და ჯგუფის ლიდერები არიან. ასე რომ, "ჯვაროსნებს" მოგება ჰაერივით სჭირდებათ.
პირველ ტურში ბოსნიელმა მთავარმა არბიტრმა ემირ ალეჩკოვიჩმა ორ ქართველ მოთამაშეს - გიორგი ფანცულაიას (72-ე წუთზე) და ბაჩანა არაბულს (76-ე წუთზე) ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის უჩვენა - ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ცნობილი.
ობიექტურად კი არანაირი სიმულაცია არ ჩანდა და მსაჯის გადაწყვეტილებამ გაოცება გამოიწვია.
"ანალოგიური კითხვა ჩვენც დაგვებადა და ამის შესახებ ვილაპარაკეთ, თუმცა შემდეგ დეტალურად რომ განვიხილეთ, გვითხრეს - ფანცულაიასა და არაბულს ყვითელი ბარათები არა სიმულაციისთვის, არამედ მსაჯთან შეკამათებისთვის აჩვენესო.
ერთ-ერთი მათგანი ოთხჯერ წააქციეს და ჯარიმა რომ არ დანიშნა, მსაჯს ხმამაღლა მიმართა.
მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია და იმედია, შემდეგ შეხვედრაში ასეთ შეცდომებს გამოვრიცხავთ", - უთხრა "ლელოს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]