აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ავთო ენდელაძე.
უეფას ვებგვერდმა ქართველი ნახევარმცველი შემდეგნაირად დაახასიათა:
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ განაცხადა, რომ გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, ეს ნათქვამი არ უნდა ეხებოდეს ნაკრების ნახევარმცველ ავთო ენდელაძეს.
18 წლის ჰავბეკის გამართული მოქმედებების წყალობით გუნდმა საფრანგეთთან ფრეს მიაღწია, ხოლო თურქეთთან (2:4) შეხვედრაში ენდელაძემ ანგარიში გახსნა".
შეგახსენებთ, რომ ავთო ენდელაძე "ზესტაფონის" საფეხბურთო კლუბში ირიცხება.
ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: ევროპის
U19. საქართველო-თურქეთი 2:4 - მშვიდობით, ევროპა!
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]