ქართველმა და პოლონელმა 19-წლამდელებმა ჯერ ითამაშეს, შემდეგ იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
12 აგვისტოს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პოლონელი თანატოლები ისტუმრა და 3:0 დაამარცხა.

გოლებით თავი დავით ჯიქიამ, ლუკა კიკაბიძემ და ლევან შენგელიამ გამოიჩინეს.

შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომლის მწვრთნელი ვასილ მაისურაძე გახლდათ, სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ ითამაშა, დღეს იმ გუნდის ბირთვი უკვე წარმოადგენს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც დამდეგ ევროშესარჩევში მიიღებს მონაწილეობას.

12 აგვისტოს სწორედ ეს გუნდი იყო მოედანზე და რიგიანად ითამაშა.

პირველი გოლი მე-6 წუთზე გავიდა. ჯიქიამ მცველებსაც დაასწრო, მეკარესაც და ბურთი ბადეში გაახვია. მის
გარდა აქტიური იყო გიორგი პაპუნაშვილიც. სწორედ მასთან ორთაბრძოლაში ბოლო იმედის ჯარიმით შეაჩერა შეტევა პოლონელთა ერთ-ერთმა მცველმა და 22-ე წუთიდან ქართველებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს.

ანგარიშის გაზრდა მათე ცინცაძეს შეეძლო - მის მიერ ძლიერად დარტყმული ჯარიმა მეკარემ მოიგერია.

კარგად ირჯებოდა გიორგი აბურჯანიაც. ერთხელ სოლო-რეიდიც იკისრა და ჯიქია გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა თავდამსხმელმა ძლიერად ვერ დაარტყა და პოლონელთა კიპერი ბურთს იოლად დაეუფლა.

წინა ხაზზე ჯიქია და პაპუნაშვილი იყვნენ, რომელთაც მარჯვენა ფლანგიდან ლუკა ზარანდია ეხმარებოდა, მარცხნიდან კი - ლუკა კიკაბიძე, ხოლო ნახევარდაცვის ცენტრს აბურჯანია და ცინცაძე ამაგრებდნენ.

მეორე ტაიმში კაცნაკლულმა პოლონელებმა ერთი-ორი მწვავე კონტრშეტევის განხორციელება მოახერხეს, საგოლე მომენტების ჯერი კი ქართველებმა მიუშვეს მეტოქეზე.

77-ე წუთზე ალეკო მზევაშვილის პასის შემდეგ კიკაბიძემ კარგად შეიგდო ბურთი საჯარიმოში და დარტყმაც უზადოდ შეასრულა - 2:0.

გოლის გატანა ცენტრალურ მცველ ნიკა ჭანტურიასაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული 11-მეტრიანი მეკარემ მოიგერია.

გიორგი გოროზია, ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე - იყო არაერთი საგოლე შანსი, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა.

მატჩის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა 90 წუთს 3 დაუმატა და მესამე გოლიც მაშინ გავიდა - ჩვენმა 19-წლამდელებმა მარცხენა ფლანგზე კარგად გაითამაშეს "კედელი" და შენგელიამ წერტილი დასვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ქართველ და პოლონელ ფეხბურთელებს შორის მუშტი-კრივი გაიმართა, რაც მალევე აღიკვეთა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაისურაძემ გუნდი ამ შემადგენლობით ათამაშა: გოშაძე - კაკაბაძე, ჭანტურია, ტაბიძე, თევზაძე - ცინცაძე, აბურჯანია - ზარანდია, კიკაბიძე - პაპუნაშვილი, ჯიქია.
შეცვლაზე შევიდნენ: მზევაშვილი, ახვლედიანი, ბერიძე, გოროზია, შენგელია.

პოლონელებთან ამხანაგობა მოგებით და ჩხუბით დასრულდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ელენეს მამას კი ტოტალიზატოში სიარული უყვარს!!!!!!!!!!!!!!
ruso
15 ნოემბერი 2013 12:41
0
ელენას სჭირს ჰიდროცეფალია (ტვინის გაწყალება), ასევე რეთინოპატია (მხედველობის სრულიად დაკარგვის საშიშროება), ნებისმიერ დროს შეიძლება ბადურა ჩამოეშალოს,რაც სრულიად მხედველობის დაკარგვას ნიშნავს,ამჯამად მხოლოდ მკვეთრ სინათლეს ხედავს, უჭირს თავის დაჭერა და თვალები მომენტებში გაურბის. ბავშვს სჭირდება ნეიროქირურგიული,ნეიროპატოლოგიური და ოფთალმოლოგიური მკურნალობა და ამ სპეციალისტების კონტროლის ქვეშ მუდმივი ყოფნა,რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.ოჯახს არ გააჩნია
ამის ფინანსები,მაგრამ ბავშვის დროულად მკურნალობა და მიხედვა, აძლევს დიდ შანს რომ ბავშვს შეუნარჩუნდეს მხედველობა და განიკურნოს ჰიდროცეფალიისგან. დავეხმაროთ პატარა ანგელოზს,მხედველობის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში,სანამ ეს შესაძლებელია რომ სრულიად განიკურნოს. საკონტაკტო ნომერი:
555 35 23 85 მამა თორნიკე ონანაშვილი


gtxovt xalxo gulgrilad nu datovebt da mciredit yvelam shedzlebisdagvarad iqneb dagvexmarot,gmerti siketit 100magat gadagixdit!!! yvelas didi madloba winaswar



პატარა ელენეს ჰოდროცეფალია ჭირს ანუ ტვინის გაწყალება დამძიმებული სტადიით. Tavshi aqvs shunti, ბავშვი ვერ ხედავს,მხოლოდ ბლელ ოთახში მკვეთრ სინათლის ანთებაზე აქვს პატარა რეაქცია,გაურბის უაზროდ და უცურავთ თვალები.აუცილებელია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, მუდმივი ვიზიტი ნეიროქირურგებთან და სხვა სახის სამედიცინო დახმარება. ოჯახისათვის ნებისმიერი სახის გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – იქნება ეს პროცენტიანი სესხი, უანგაროდ გაღებული გარკვეული თანხა თუ თუნდაც 10-20 ლარის ჩარიცხვა.
უფრო კონკრეტულად დაავადების და მკურნალობის შესახებ:
ბავშვს დაუდგინდა დენდის უიკენდის სიმპტომი. საჭიროებს ცერებრუმ კომპოზიტუმის ნემსებს. რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე ნეირორეაბილიტაციის პერმანენტულ კურსებს შეუწყვეტლივ, ექოსკოპიებს, ნეიროსონოსკოპიას, მაგნიტურ-რეზონანსულს, ენცოფოლოგრამას, მუცელზე ექოსკოპიას, რათა გაირკვეს თუ რა მდგომარეობაშია შუნტი, ექოსკოპიას თვალებზე. ბავშვი ვერ ხედავს და საჭიროებს ავასტინის ნემსებს, რათა არ ჩამოიშალოს ბადურა და სამუდამოდ არ დაკარგოს მხედველობა. ერთი ნემსის ღირებულება 440 ლარს შეადგენს. აუცილებელია მუდმივი კონსულტაციები ექიმებთან. მხედველობის შენარჩუნება და ბავშვის სრულად გამოჯანმრთელება მკურნალობით შესაძლებელია amjamad sasicocxlod mnishvnelovani sa saswrafoa neiroreabilitaciis kursebi,romelic 11 dge girs 1100l, saxelmwifosgan ar aqvs dafinanseba arc dazgveva rom es aanazgauros da gtxovt daxmarebas shedzlebisdagvarad,gviandeba da dagvianeba sheidzleba savalalo agmochndes,kursis gacdena ar sheidlzeba,yvelapri wyalshi chaiyreba,gtxovt gultan miitanot bavshvis ambavi da davexmarot bavshvs mxedvelobis shenarchunebahsi da srulyopil cxovrebashi sanam es gviani araa,madloba winaswar angarishi gaxsnilia SAQARTVELOS BANKSHI angarishis nomeri : GE93BG0000000288973000
mimgebis saxeli tornike onanashvili (bavshvis mama)
aseve shegidzliat swrafi charicxvis aparatebidan gadaxda EMONEI : 360 96 33 99
sakontaqto nomeri 555 35 23 85 bavshvis mshoblebi
luka nanobahsvili
14 აგვისტო 2013 06:29
0
ბოდიში მოუხადონ სტუმრებს,ჩვენმა ბიჭებმა,როგორც ქართველებს გვეკადრება,აყალმაყალისთვის, ჩხუბისთვის.შლიახებთან ძმობა გვმართებს,ჯვაროსნებს!!! ჩვენსკენ არიან.მტრებს უთაქონ! თუ შნო აქვთ!
Varshava
13 აგვისტო 2013 22:11
0
ფრედერიკ შოფენი,ნიკოლა კოფერნიკი,მიხაი ვოლოდიევსკი,მარია სკლოდოვსკაია-კიური,ლეხ კაჩინსკი.....დანიელ ოლბრიხსკი,გჟეგოჟ ლიატო,ლიუბამსკი-----შე მართლა ბოთე.დიდ ვაჟკაცობა არაა სტუმარებს ეჩხუბო თბილისში,რუს გველისწიწილებს გაუმკლავდენ მოსკოვში ან სხვებს ვილნიუსში ან ჯკაუნასებში!
Gaf-s
13 აგვისტო 2013 19:40
0
რატომ არ აუხსნეს ასაკოვანმა ხალხმა-მწვრთნელებმა,თუ ისინიც გამოფანდურებულები არიან, ამ ცინდლიანებს,რომ Роlska ერტ ერთი ცვენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობარი ქვეყნების რიცხვშია.ეჩხუბათ,მოეგოთმსერბებთან,ფრანგებთან,რუსებთან ამ დოყლაფიებს
Leh Kachinski
13 აგვისტო 2013 19:32
0
რეზო

ქართველები არა?
Tedo
13 აგვისტო 2013 16:43
0
.ხუთი ბუმბერაზი ჩამომითვალე.
gaf
13 აგვისტო 2013 16:28
0
ცუდია ის რომ თამაშამდე არავითარი ინფორმაცია არ გაჟღერებულა რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟურნალისტიკისა და ზოგადად კომუნიკაციის მდარე ხარისხს საქართველოში... კიდევ ერთი შენიშვნა თუკი მოხდა დაკონკრეტება ამა თუ იმ ფეხბურთელის კარგ მომენტებზე, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია მარჯვენა განაპირა მცველი კაკაბაძე, ალბათ ავტორს ხშირად აქვს ის ფუფუნება, რომ ნახოს ქართველი განაპირა მცველი ასე ლაღად და წარმატებით ერთვებოდეს შეტევაში და დაცვით ფუნქციებსაც უნაკლოდ ასრულებდეს... მეტი იმუშავეთ მეგობრებო, კადრებს გადახედეთ
irakli imedadze
13 აგვისტო 2013 15:12
0
ეგ მართალია, მაგრამ ბუმბერაზი ხალხი აჩუქა მსოფლიოს. თანაც ყველა დარგში. ჩვენ ბევრი უნდა ვიჩალიჩოთ რომ მათ დონემდე ავიდეთ.
polska
13 აგვისტო 2013 13:53
0
პოლონელებთან ცხუბი რა გასაკვირია, კუდაბყიკა და უზრდელი ხალხია უმეტესად.
რეზო
13 აგვისტო 2013 12:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული